Search
Close this search box.

მოგზაურობა გოაში

მოგზაურობა გოაში

გოა არის ინდოეთის ერთ-ერთი შტატი, პორტუგალიის ყოფილი კოლონია, რომელსაც დიდი ისტორია და საინტერესო აწმყო აქვს.

გოას შტატი განლაგებულია 3,700 კვადრატულ მეტრზე და ინდოეთის სტანდარტების მიხედვით ითვლება პატარა შტატად, რომლის შემადგენლობაშია მხოლოდ ორი ოლქი- ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილები.

ეს ოლქები  იყოფა 11 დასახლებად. სამხრეთ და ჩრდილოეთ გოა არის თითქმის ერთნაირი მოწყობის, თითოეულ მათგანს აქვს თავის „სანაპირო“ და „შიდა ოლქები“.

გოას მოსახლეობა შეადგენს 1.8 მილიონ ადამიანს, ძირითადად შედგება ინდუსებისგან (65%) და კათოლიკეებისგან (24%). ასევე აქ ცხოვრობენ მცირე რაოდენობის მუსლიმებიც.

პორტუგალიის მმართველობის დროს გოა დაახლოებით 451 წლის განმავლობაში გამოყოფილი იყო ინდოეთისგან.

განსაკუთრებით სანაპირო არეალი იყო მოქცეული პორტუგალიელთა მმართველოს ქვეშ, ამიტომ სწორედ ამ ტერიტორიაზე ცხოვრობს ქრისტიანი მოსახლეობა, უფრო შიდა ოლქებში კი არიან  ინდუსები და ეს ადგილები არის  უფრო მეტად მოცული ტყიანი მასივებთ, სამთო ზონებითა და სოფლებით.

მრავალფეროვანი ეთნიკურობის გამო გოაში საზოგადოებრივი ძალადობა ფაქტიურად არ ხორიცელდება და იგი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მშვიდობიან შტატად ინდოეთში.

რაც შეეხება მის კულტურას, იგი უნიკალური – პორტუგალიურ-ინდური კულტურის ნაზავის მქონე მხარეა, რაც წლიურად იზიდავს 3 მილიონობით ტურისტს, მათ შორის 500 ათას უცხოელს.

ტურისტთა განსაკუთრებული ყურადღება გოას მიმართ 1960 წლიდან იწყება. გოა  წარმოადგენს რუსების საყვარელ კურორტს, ასევე კათოლიკე პილიგრიმებისა და ინდუსი მომლოცველების საყვარელ ადგილს.

ტურისტები გოაში ჩადიან ასევე მკურნალობისთვის, სემინარებზე დასასწრებად და კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად.

საუკეთესო დრო გოაში მოგზაურობისთვის არის ნოემბერი-დეკემბრის პერიოდი, როდესაც ამინდი არის თბილი, მშრალი და სასიამოვნო.

Share :