Search
Close this search box.

ინფორმაცია უვიზოდ მიმოსვლის შესახებ !

გაეცანით ინფორმაციას უვიზოდ მიმოსვლის შესახებ !

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე შეუძლიათ გაემგზავრონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში.

რას გულისხმობს მოკლევადიანი ვიზიტი:

უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი გულისხმობს 90 დღიან ვიზიტს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში. ექვსი თვიდან მხოლოდ სამ თვეს გადაბმულად, ან დღეების გადანაწილებით.

მოკლევადიანი ვიზიტის მიზანი შეიძლება იყოს:

  •   ტურიზმი;
  •   ოჯახის წევრების/ნათესავების/ახლობლების მონახულება;
  •   საქმიანი შეხვედრების, მოლაპარაკებების გამართვა;
  •   საერთაშორისო სემინარებში, კონფერენციებში,
  •   სიმპოზიუმებსა თუ გამოფენებში მონაწილეობა; მოკლევადიან სასწავლო კურსებსა და ტრენინგებში,
  •   გაცვლით სასწავლო/სტაჟირების პროგრამებში
  •   მონაწილეობა;
  •   კულტურულ, სამეცნიერო და სპორტულ ღონისძიებებში
  •   მონაწილეობა;
  •   სამედიცინო სერვისებით სარგებლობა – მოკლევადიანი
  •   სამკურნალო კურსი/ოპერაცია.

აუცილებელი საბუთები:

მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა საქართველოში დაბრუნების დღისთვის არ უნდა იყოს 6 თვეზე ნაკლები.

ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლისას სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელი შეიძლება დაინტერესდეს, თუ რა არის თქვენი მგზავრობის  კონკრეტული მიზანი.

საქართველოში უკან დასაბრუნებელი ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი, სამოგზაურო დაზღვევა, მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ: ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები).

დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ლინკზე : http://psh.gov.ge/main/page/1/512

Share :