Search
Close this search box.

კანგბაში, ყველაზე თანამედროვე ქალაქი-მოჩვენება

კანგბაში – ყველაზე თანამედროვე ქალაქი მოჩვენება

ჩინეთი, ქვეყანაა უძველესი ტრადიციებითა და შესანიშნავი არქიტექტურული ძეგლებით. ჩინელებს უყვართ მასშტაბური მშენებლობები. სწორედ ამ ქვეყანაში შეხვდებით ყველაზე დიდ ქალაქებს, ყველაზე მაღალ სასტუმროებსა და ულტა სწრაფ მატარებლებს.

პარადოქსია, თუმცა ჩინეთში მდებარეობს  ყველაზე თანამედროვე და დიდი ქალაქი, რომელიც მიტოვებულია. ამ ქალაქს კანგბაში ეწოდება.

მიტოვებული ქალაქები, როგორც წესი, ასოცირდებიან ხალხისგან მიტოვებულ ქუჩებთან,დაბინძურებულ,ჩამსხვრეულ ფანჯრებთან და ძველი შენობებთან. კანგბაშში ყველაფერი სულ სხვანაირადაა– ჩვენ წინაშეა ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ქალაქი, რომელშიც ბევრი ადამიანი იოცნებებდა ცხოვრებას.

კანგბაში მდებარეობს ჩრდილოეთ ჩინეთში და გადაჭიმულია 35 კვადრატული კილომეტრის ფართობზე. ის აშენებულია 2003 წელს და გათვლილია 1,5 მილიონზე მეტ მაცხოვრებელზე. თუმცა ამჟამად იქ ცხოვრობს მხოლოდ 15 ათასი ადამიანი.

ეს ქალაქი კოსმოსიდანაც მოჩანს, საიდანაც შეიძლება მოგეჩვენოთ რომ ის არის მჭიდროდ დასახლებული მეგაპოლისი.სინამდვილეში კი ადამიანები დადიან უკაცრიელ ქუჩებზე და ცხოვრობენ ფაქტიურად ცარიელ სახლებში.

კანგბაშში არის ყველაფერი შექმნილი ნორმალური ცხოვრებისთვის– ლამაზი ჩრდილოვანი ხეივნები,უზარმაზარი ცენტრალური მოედნები,განიერი ქუჩები,სასტუმროები,საოფისე ფართები და მრავალბინიანი შენობები.

მაცხოვრებლებისთვის აშენებულია უამრავი სკოლა, მუზეუმი, თეატრი, ადმინისტრაციული შენობები და უზარმაზარი სპორტული მოედნები, მაგრამ სამწუხაროდ ეს ყველაფერი გამოუყენებელი რჩება. პიკის საათებშიც კი ქუჩები ცარიელია.

მიუხედავად იმისა რომ ერთ კვადრატულ კილომეტრზე ცხოვრობს 18 ადამიანი,ქალაქი განაგრძობს ზრდას და გაფართოებას.

კანგბაშის სახლები ცარიელია,მაგრამ პრაქტიკულად ყველა უძრავი ქონება შეძენილია მდიდარი მოსახლეობის მიერ,მომავლის პერსპექტივითა და ინვესტიციით.

კანგბაში უნდა გამხდარიყო ოცნების ქალაქი და შეეთავაზებინა თავისი მოსახლეობისთვის  საუკეთესო საცხოვრებელი პირობები. არქიტექტორებმა და დამპროექტებლებმა ყველაფერი გააკეთეს,რათა ქალაქი გამხდარიყო ყველაზე ლამაზი და თანამედროვე მსოფლიოში.

რეალობაში კი აღმოჩნდა რომ არცერთ დაწესებულებას არ ჰყავს მომხმარებელი. პარადოქსია, არა? ბუნებრივია იბადება შეკითხვა, რატომ?

საქმე იმაშია, რომ მსგავსი ქალაქების აშენება საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა ჩინეთში.აღნიშნული ხელს უწყობს ადგილობრივი მთავრობების მიერ ინვესტიციების მოზიდვის პროცესს, რაც  პროვინციებში ეკონომიკების ზრდის სტიმულს ახდენს.

ასე მაგალითად კანგბაშის აშენებაზე  მოძიებული იყო და ჩადებული 160 მილიარდზე მეტი დოლარი, დასაქმდა მრავალი მუშახელი, ფული ჩაიდო რეგიონის განვითარებაში, თუმცა მეორე მხრივ აშენდა ლამაზი ქალაქი, რომელიც უკაცრიელია, არადა ბევრ ჩინელს საცხოვრებელი სახლიც კი არ გააჩნია.

 

 

Share :