Search
Close this search box.

მოგზაურობა ჩინეთში

მოგზაურობა ჩინეთში

ჩინეთი წარმოადგენს უძლიერეს სახელმწიფოს აღმოსავლეთ აზიაში. მისი ოფიციალური სახელწოდებაა – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა.

ჯერ კიდევ ნოსტრადამუსმა იწინასწარმეტყველა ჩინეთის გაძლიერება, დღეს კი ჩინეთი მართლაც მსოფლიოში ერთ-ერთი სუპერ სახელმწიფოა.

ჩინეთის ფართობი უტოლდება აშშ-ს ფართობს, ხოლო მოსახლეობის სიდიდით ჩინეთს პირველი ადგილი უკავია მსოფლიოში.

ჩინური ცივილიზაცია დაახლოებით 5000 წლისაა, მან გაუძლო უამრავ გადატრიალებებს, რევოლუციებს და სხვადასხვა დამპყრობელს, ასევე პერიოდულად ოქროს ხანებიც მრავლად იყო ჩინეთის ისტორიაში.

თანამედროებაში ჩინეთმა სიძლიერეს მიაღწია ეკონომიკური განვითარების მეშვეობით, რაც გამოწვეული იყო დენ სიაოპინ-ის მიერ ინიცირებული რეფორმებით. შედეგად ჩინეთი გახდა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სახელმწიფო მსოფლიოში.

ჩინური სახელმწიფოს ისტორია იწყება ყვითელი მდინარის ხეობიდან. სიას დინასტია  იყო პირველი დინასტია , რომელიც აღიწერა უძველეს ისტორიულ წყაროებში.

ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ ეს დინასტია სინამდვილეში არ არსებობდა, მაგრამ არქეოლოგიური მასალების საფუძველზე დადასტურდა, რომ სწორედ სიას დინასტიას უკავია უდიდესი როლი ჩინური ცივილიზაციის განვითარებაში ბრინჯაოს ხანიდან.

მეორე დინასტია, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეიტანა ჩინეთი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში, შანის დინასტიაა.

ამ დინასტიის მმართველობის პერიოდში, ჩინეთის ტერიტორები იყოფოდა ოლქებად და მათ მართავდნენ ფეოდალური ლორდები, ავტონომიის მაღალი ხარისხით. ისინი ხარკს უხდიდნენ მეფეს და ცნობდნენ მას, როგორც ჩინური მმართველობის სიმბოლოს.

შანის დინასტია იყო ყველაზე ხანგრძლივი მმართველი დინასტია ჩინეთის ისტორიაში, დაახლოებით 800 წლის განმავლობაში ისინი მართავდნენ სახელმწიფოს.

მიუხედავად ხანგრძლივი მმართველობისა, შანის დინასტიის მმართველობის მეორე ნახევარში, ჩინეთში დაიწყო სხვადასხვა ტიპის არეულობები, ამ არეულობის პერიოდმა დასაბამი მისცა ისეთი მოაზროვნეების დაბადებას, როგორებიც იყვნენ კონფუცი და ლაო ძი, რომლებმაც შეიტანეს გარდამტეხი როლი ჩინელი მოსახლეობის აზროვნებასა და კულტურაში, შეიძლება ითქვას, რომ მათ დიდი როლი შეიტანეს ასევე ჩინეთის სახელმწიფოს იდეს ჩამოყალიბებაში.

Share :