Search
Close this search box.

ადგილები,რომლებიც ფილმების მოყვარულებმა უნდა მოინახულონ!

ადგილები, რომლებიც ფილმების მოყვარულებმა უნდა მოინახულონ!

21-ე საუკუნეში კინემატოგრაფიამ წარმოუდგენლად დიდი სიმაღლეები დაიპყრო! ჩვენ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით ბილბორდებს ჩვენი საყვარელი მსახიობების მონაწილეობით, ვუყურებთ ვიდეო რგოლებს, თრეილერებს, ველოდებით სასურველი ფილმის ეკრანებზე გამოჩენას.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ კინო ინდუსტრია ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ალბათ ყველას გინატრიათ მოგენახულებინათ ის  ადგილები, სადაც თქვენითვის დაუვიწყარი სცენები გადაიღეს. გემოგზაურათ ჰობიტების ზღაპრულ ქალაქში ან ჰოგვარტსის მაგიური სამყაროს ნაწილი გამხდარიყავით!

თქვენი ოცნება ნამდვილად არ არის რეალობისგან შორს, რადგან თანამედროვე ტურიზმის ინდუსტრია საშუალებას მოგცემთ თქვენთვის სასურველი ტურის ფარგლებში კინო სამყაროს საკულტო დესტინაციებს ეწვიოთ!

“ჰარი პოტერი” – Christ Church College (ოქსფორდი, დიდი ბრიტანეთი)

ჰარი პოტერის ჯადოსნური ატმოსფერო სწორედ Christ Church College-ში შეიქმნა. მე-16 საუკუნის გამორჩეული, დახვეწილი არქიტექტურის დამსახურებით კოლეჯმა არაერთი რეჟისორი შთააგონა!

“სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი” – Görlitzer Warenhaus ( გორლიცი, გერმანია)

სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი ბოლო დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად არის აღიარებული. შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ამაში დიდი როლი ფილმის ადგილმდებარეობამ ითამაშა. აღმოსავლეთ გერმანიაში მდებარე ქალაქი გორლიცი მისთვის დამახასიათებელი კულტურით გამოირჩევა.

“ნათება”- Timberline Lodge

სტივენ კინგის რომანის მიხედვით გადაღებული ფილმი “ნათება” დღემდე მისტიკისა და ჰორორის საუკეთესო სინთეზად მიიჩნევა.

სასტუმრო, სადაც მოვლენები ვითარდება შესანიშნავად გადმოსცემს სიუჟეტის სიღრმესადა პერსონაჟთა განწყობა.

შეიძლება ითქვას, რომ ფილმში ადგილმდებარეობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. სასტუმრო ცოცხალი ოგრანიზმია, რომელიც სიუჟეტის შესაბამისად იცვლება.

“ბეჭდების მბრძანებელი”- The Hobbit Place

ბეჭდების მბრძნებელთა შთამბეჭდავი თავგადასავალი ჰობიტების სამყაროში ვითარდება. სიმწვანით, ჯადოქრობითა და პატარა ჰობიტებით სავსე ქალაქი გულგრილს არავის დატოვებს!

 

Share :