რა არის თრეველჰაბი?
თრეველჰაბი შეიქმნა 2015 წელს, იგი წარმოადგენს კომპანია BLH-ის ბრენდს.
ტრეველჰაბი, ეს არის პირველი ტურისტული მარკეტინგული პორტალი, რომლის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ტურისტული ბაზრის განვითარებას საქართველოში, ციფრული ტექნოლოგიებისა და ინტერნეტ რეკლამირების მეშვეობით.
ჩვენი გუნდი შედგება პროფესიონალი კადრებისგან, სხვადასხვა სფეროებიდან, როგორიცაა:
- ციფრული მარკეტინგი;
- მობილური აპლიკაციებისა და ვებ-საიტების დეველოპმენტი;
- ჟურნალისტიკა;
- იურისპრუდენცია;
რას გთავაზობთ ?
ჩვენ გთავაზობთ, როგორც უფასო, ისე ფასიან სერვისებს.
უფასო სერვისები:
ტურების განთავსება – თქვენ საშუალება გაქვთ განათავსოთ ჩვენ საიტზე გარკვეული რაოდენობის ტურები, სრულიად უფასოდ.
სტატიების განთავსება – გარდა ტურებისა, თქვენ ასევე გაქვთ საშუალება განათავსოთ თქვენ კომპანიის სარეკლამო/საიმიჯო სტატიები, ასევე უფასოდ.
ტურისტული ფორუმი – თქვენ შეგიძლიათ უფასოდ გახსნათ ახალი თემები, განათავსოთ სარეკლამო პოსტები და ა.შ.
სხვა უფასო მომსახურება – თქვენ ასევე შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ ტურისტული სააგენტოები და სასტუმროები, ჩვენს ერთიან ბაზაში.
ფასიანი სერვისები:
- Facebook გვერდის მართვა და რეკლამირება;
- ტურისტული კონტენტის დამზადება (სტატიები, ტურები და ა.შ.);
- ბანერებისა და VIP ტურების განთავსება ჩვენ საიტზე;
- რეკლამა Google-ში;
- რეკლამა Youtube-ზე;
- ტურისტული ვებ საიტის დამზადება;
- ტურისტული ვებ საიტის დიზაინის შექმნა/განახლება;
- SEO ოპტიმიზაცია;
- ტურისტული აპლიკაციის დამზადება;
- Email მარკეტინგი;
- ტურისტული ლოგოს დამზადება.
ვის სჭირდება ჩვენი სერვისები?
ჩვენი მომსახურებები განკუთვნილია ყველა იმ სუბიექტზე, რომელიც დაკავშირებულია ტურისტულ ბიზნესთან, როგორც პირდაპირ, ასევე ირიბად. ასევე სხვა ნებისმიერ პირზე, რომელსაც სურს აღნიშნული ტიპის მომსახურების მიღება.
ჩვენი უპირატესობები:
გამოცდილი გუნდი – 10 წლიანი გამოცდილება ციფრულ მარკეტინგში და ვებ დეველოპმენტში.
მომსხაურების მრავალფეროვნება – ჩვენ გთავაზობთ ციფრულ მარკეტინგთან დაკავშირებულ მრავალფეროვან მომსახურებას. ჩვენ მიერ შემუშავებულია სხვადასხვა პაკეტები, რომლებიც ერგება ყველა ტიპის ბიუჯეტს.
ტურიზმში სპეციალიზაცია – სხვა მარკეტინგული კომპანიებისგან განსხვავებით, თრეველჰაბი სპეციალიზირებულია ტურიზმის მიმართულებით.
დაგვიკაკვშირდით
თუ ხართ დაინტერესებული ჩვენთან თანამშრომლობით ან/და გაქვთ დამატებითი შეკითხვები, დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს, როგორც ელ. ფოსტის, ასევე ტელეფონის მეშვეობით.