travelhub logotravelhub logotravelhub logotravelhub logo
  • გადაზიდვები
  • მოგზაურობა
  • მომსახურება
  • ბლოგი
  • დაგვიკავშირდით
რას წარმოადგენს ბუდაპეშტის ბარათი?
February 9, 2016
ხორვატია- კუნძული ბრაჩი
February 12, 2016

ბუდაპეშტის საჯარო ტრანსპორტი

ბუდაპეშტს გააჩნია მრავალფეროვანი და განვითარებული საჯარო სატრანსპორტო სისტემა. ამავდროულად ტრანსპორტი უფრო იაფია ვიდრე სხვა ევროპულ ქვეყნებში.

ბუდაპეშტი ხასიათდება საჯარო ტრანსპორტის დიდი არჩევანით, თქვენ შეხვდებით ყველა სახის ტრანსპორტს: ტრამვაი, ავტობუსები, ტროლეიბუსები, მეტრო და ა.შ.

ამავდროულად ბუდაპეშტში არის ღამის სანტრანსპორტო ცვლაც, ამდენად თბილისისგან განსხვავებით, თქვენ შეძლებთ ღამის პერიოდშიც ისარგებლოთ საჯარო ტრანსპორტით.

ამ სტატიაში მიმოვიხილავთ, 2016 წლის მონაცემებით, ბუდაპეშტის საჯარო ტრანსპორტის ბილეთებისა და მათი ფასების შესახებ ინფორმაციას:

ერთჯერადი ბილეთი: vonalijegy/jegy, რომლის ფასია დაახლოებით 3 ლარი. გამოყენება შეიძლება ყველა სატრანპორტო საშუალებაზე მხოლოდ ერთჯერადად. მძღოლთან აღნიშნული ბილეთი ღირს ცოტათი ძვირი, დაახლოებით 4 ლარი.

მეტროს ბილეთი: მისი ფასია 3 ლარამდე, მოქმედებს სამივე მეტროს ხაზზე, ერთჯერადად სამი გაჩერების/30 წუთის განმავლობაში.

24 საათიანი სამოგზაურო ბარათი (napijegy), რომლის ფასია დაახლოებით 15 ლარამდე, მოქმედებს ყველა საჯარო ტრანსპორტზე, მათ შორის D14  ნავზე, ასევე მხოლოდ სამუშაო დღეებში D11, D12, D13 ნავის ხაზებზეც. მისი საშუალებით შეძლებთ ულიმიტო მიმოსვლას 0.00-24.00 საათებში. (აითვლება ბილეთის პირველად გამოყენების შემდგომ).

24 საათიანი სამოგზაურო ბარათი ჯგუფისთვის (მაქს. 5 ადამიანისთვის), ამ ბილეთის ფასია 30 ლარი, გამოიყენება ყველა საჯარო ტრანსპორტზე, მათ შორის D14 ნავზე და სამუშაო დღეებში ასევე D11-D-13 ნავებზეც. ულიმიტო მიმოსვლა 0.00-24.00 საათებში.

72 საათიანი სამოგზაურო ბარათი:  ბარათის ფასია 38 ლარის ფარგლებში, გამოიყენება ყველა საჯარო ტრანსპორტზე 72 საათის მანძილზე ულიმიტოდ. ვადა აითვლება ყიდვის მომენტიდან.

7დღიანი სამოგზაურო ბარათი:   ბარათის ფასია 45 ლარი, გამოიყენება ყველა სახის საჯარო ტრანსპორტზე 0.00-24.00 საათებში, ვადა აითვლება ყიდვის მომენტიდან.

რჩევები:

თუ სტუმრობთ უნგრეთის დედაქალაქს 2-3 დღის განმავლობაში და საცხოვრებლად ირჩევთ ქალაქის ცენტრს, უკეთესი იქნება ერთჯერადი ბილეთების გამოყენება.

თუ უფრო მეტი ვადით რჩებით ან მოშორებით ცხოვრობთ ქალაქის ცენტრიდან, საუკეთესო ვარიანტი იქნება 72 საათიანი და 7 დღიანი ბარათების გამოყენება.

თუ მუზეუმები და სხვა კულტურის კერების მონახულება გიზიდავთ მაშინ ბუდაპეშტის ბარათის გამოყენება იქნება უპრიანი.

share

related posts

March 23, 2022

ტვირთის გადაზიდვა იტალიიდან


Read more
გერმანიიდან გადაზიდვები
March 23, 2022

ტვირთის გადაზიდვა გერმანიიდან


Read more
გადაზიდვა პოლონეთიდან
March 23, 2022

ტვირთის გადაზიდვა პოლონეთიდან


Read more

სხვა სიახლეები

  • 0
    მოგზაურობა მადრიდში
    March 8, 2017
  • 0
    მოგზაურობა ჩინეთში
    March 3, 2017
  • 0
    მოგზაურობა გოაში
    March 3, 2017
  • 0
    მოგზაურობა ბანკოკში
    March 1, 2017
  • 0
    მოგზაურობა კაბადოკიაში
    February 28, 2017
  • 0
    ადგილები,რომლებიც ფილმების მოყვარულებმა უნდა მოინახულონ!
    February 19, 2017
  • 0
    მოგზაურობა ბერლინში
    February 11, 2017
  • 0
    სტამბოლის ევროპული ნაწილი
    February 10, 2017
Powered by BLH
      gigalataria@yahoo.co.uk