Search
Close this search box.

მოგზაურობა ბერლინში

 მოგზაურობა ბერლინში

ბერლინი მოგეხსენებათ გერმანიის დედაქალაქი და ყველაზე დიდი ქალაქია. ცნობილი ისტორიული მოვლენებიდან გამომდინარე, ბერლინი გამოირჩევა საკმაოდ მძიმე წარსულით, თუმცა მიუხედავად ამისა, ბოლო წლებში ჩამოყალიბდა, როგორც ევროპის ერთ-ერთი ყვეალზე მიმზიდველი სამოგზაურო მიმართულება.

ბერლინი განსაკუთრებით პოპულარურია ახალგაზრდა ადამიანებისთვის: ახალაგაზრდა არტისტების, სტუდენტების, მწერლების და სხვა კრეატიული ადამიანებისთვის, რომლებიც ქალაქის ახალ მიგრანტებად ყალიბდებიან.

თრეველჰაბის ერთ-ერთი საყვარელი მიმართულება სწორედ ბერლინია, ეს ქალაქი გამოირჩევა ისტორიით, ხელოვნებისადმი განსაკუთრებითი დამოკიდებულებითა და მჩქეფარე ღამის ცხოვრებით.

ჰოსტელი და სასტუმრო

საერთო საცხოვრებელში ოთახის შოვნა ყოველთვის შეგეძლებათ სულ რაღაც 10-30 ევროს სანაცვლოდ. დამოუკიდებელი ოთახის ფასი 40-50 ევროა. ყველა ჰოსტელი აღჭურვილია WIFI ინტერნეტით და ზოგიერთი გთავაზობთ საკვებსაც.

რაც შეეხება სასტუმროებს, მათი ფასი 40 ევროდან იწყება, უფრო ძვირიანი ბრენდირებული სასტუმროები – 70 ევროდან.

გარდა ამისა, ბერლინში ძალიან კარგად ფუნქციონირებს Airbnb-ს სისტემა, რომლის მეშვეობით თქვენ შეძლებთ 20 ევროდ ღამის გათენებას.

საკვების საშუალო ღირებულება

საკვები ბერლინში საკმაოდ იაფია. ქუჩაში ბევრი შაურმის და სხვა მსგავსი ტიპის საკვების ობიექტია. ერთი ასეთი საკვების პორცია 4 ევრომდე დაგიჯდებათ.

გარდა თურქული საჭმელისა, რომელიც ყველაზე იაფი დაგიჯდებათ, თქვენ შეგიძლიათ ესტუმროთ სწრაფი კვების ობიექტებს, როგორიცაა McDonalds-ი, სადაც კვება 7-10 ევრო დაგიჯდებათ. ცოტა ძვირი ღირს რესტორანი, სადაც კვება 15-25 ევრო დაგიჯდებათ. ასევე შეგიძლიათ 35-50 ევროს ფარგლებში იყიდოთ ყოველკვირეული საჭმელი და დასალევი სუპერმარკეტებში.

ტრანსპორტირება

ბერლინი დიდი ქალაქია, თქვენ ვერ შეძლებთ ფეხით მოიაროთ საინტერესო ადგილები, როგორც ამას შეძლებდით ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ლისაბონი და ფლორენცია.

ამიტომაც აუცილებლად დაგჭირდებათ საჯარო ტრანსპორტის გამოყენება. ერთი სტანდარტული მგზავრობისთვის ბილეთი AB ზონაში 2.7 ევრო ღირს, ხოლო მოკლე მანძილზე მგზავრობა – 1.7 ევრო. ამიტომაც უპრიანი იქნება ერთ დღიანი ბილეთი აიღოთ AB ზონაში სამგზავროთ, რომელიც 7 ევრო დაგიჯდებათ. ამავდროულად თუ რამდენიმე დღით რჩებით ბერლინაში,შესაძლებელია ოთხდღიანი(9 ევრო) ბილეთის აღება.

აღნიშნული ბილეთების მეშვეობით თქვენ შეძლებთ მგზავრობას მატარებლით, ავტობუსითა და ტრამვაით.

საშუალო დღიური ხარჯები

35-50 ევრო / 36-52 დოლარი არის ის საშუალო დღიური ხარჯები, რომელთა გაღებაც დაგჭირდებათ ბერლინში მოგზაურობისთვის. (იგლუსხმება, რომ ღამეს ათევთ ჰოსტელში, იკვებებით იაფიან სუპერმარკეტებში, იყენებთ ტრანსპორტირების შეღავათიან ტარიფებს).

რა თქმა უნდა ფაქტობრივი დანახარჯები შეიძლება იყოს უფრო ნაკლები ან მეტი, თქვენ მოქმედებების შესაბამისად.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ:

ტოსკანა – იტალიის მშვენება

იტალიის ულამაზესი ქალაქები

რა ვჭამოთ ფლორენციაში

Share :