Search
Close this search box.

მოგზაურობა კაბადოკიაში

მოგზაურობა კაბადოკიაში 

კაბადოკია მდებარეობს თურქეთის ცენტრალურ რეგიონში, იგი ძალიან პოპულარული მიმართულებაა მოგზაურთათვის, კერძოდ ტურისტების რაოდენობის მხრივ მესამე ადგილზეა ქვეყანაში. მოგზაურები ხშირად უწოდებენ მას, ყველაზე სურეალისტურ ადგილს მსოფლიოში.

უნიკალური ფორმის ლანდშაფტები

კაბადონიას ახასიათებს, უნიკალური, მთვარის ფორმის კლდით დაფარული ლანდშაფტები, რომლებიც თავიანთი ხედებით სრულიად განსხვავდებიან თურქეთის სხვა რეგიონებისგან. ისინი ყველას გაოცებას იწვევენ, ვინც კი პირველად ნახავს მათ.

ეს უნიკალური ფორმის ლანდშაფტები შეიქმნა მილიონი წლის წინ სამი ვულკანის მიერ  ამოფრქვეული ლავის გამაგრების შედეგად. ქარის სიჩქარის ცვლილებამ, ამოჭრა კლდის ნაწილები და შეიქმნა სხვადასხვა ლანდშაფტური ფორმები: ღრმა ხეობები, მწვანე ველები, უცნაური ფორმის კლდეები.

საუკეთესო ადგილი საჰაერო ბუშტით გასეირნების მოყვარულთათვის

მოგზაურები ხშირად აღნიშნავენ, რომ კაპადოკია არის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი საჰაერო ბუშტით გასეირნებისთვის.

დილით ადრე ან მზის ჩასვლისას მგზავრებს აქვთ საშუალება დატკბნენ გასაოცარი ხედებით, რომელსაც ქმნიან ერთი მხრივ ულამაზესი ბუნება და მეორე მხრივ იქ მდებარე პატარა ქალაქები.

თუ საჰაერო ბუშტით გასეირნებას გადაწყვეტთ, კარგი იქნება თუ დაჯავშნით ინდივიდუალურ გასეირნებას, თუმცა ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ 6-15 კაციანი  საჰაერო ბუშტით.

სასტუმროები გამოქვაბულში და ოთხი ქალაქი განსათავსებლად

ათასობით წლის წინ, მოხერხებულმა ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა, შენიშნეს რომ მათ შეეძლოთ გამოექანდაკებინათ ტუფის კლდე, ვულკანების გასწვრივ. მათ ამოჭრეს გამოქვაბული შიგნიდან, ისე რომ შეენარჩუნებინა სითბო ზამთარში და სიგრილე ზაფხულზე.

მას შემდეგ რაც ტურიზმმა შთანთქა კაბადოკია, ტრადიციული გამოქვაბულის სახლები გადაიქცა  სასტუმროებად.

დღესდღეობით ტექნოლოგიური და დიზაინის ტენდენციები  საშუალებას აძლევს სასტუმროს მმართველებს შესთავაზონ ტურისტებს, კლდეში ამოჭრილ სასტუმროში დარჩენა, ყველა სასტუმრო გამოირჩევა თანამედროვე აღჭურვილობით, როგორებიცაა ცხელი წყალი, ტელევიზორი და რა თქმა უნდა ინტერნეტი.

 

ვიზიტორები არჩევენ ოთხი ქალაქიდან მათთვის სასურველს განსათავსებელად.

გორემე არის ტურიზმის ცენტრი, ავტობუსების გაჩერების სიახლოვე განაპირობებს, ამ ადგილის უპირატესობას, დიდი ბარგის მქონე ტურისტების მხრიდან

უჩისარი არის პატარა და უმაღლესი კლასის დასასვენებელი ადგილი.

ორთაჰისარი გამოირჩევა თავისი ტრადიციული ატმოსფეროთი.

ურგუპი არის თანამედროვე და საყვარელი ადგილი, იმ ტურისტული კომპანიებისთვის,რომლებსაც ხალხი მოჰყავთ დიდი ავტობუსებით სხვადასხვა რეგიონებიდან.

ეკლესიები გამოქვაბულში

ისტორიულად კაბადოკია არის ერთ-ერთი პირველი ადგილი, რომელიც გარშემორტყმულია ქრისტიანი მოსახლეობით. ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა გამოქვაბულებში სახლების გარდა შექმნეს ეკლესიებიც.

გორემის მუზეუმი არის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, რომელიც შექმნეს ადგილობრივმა მოსახლეობამ.

ექსტერიერის არქიტექტურა იწვევს მნახველთა აღტაცებას, ინტერიერი კი გამოირჩევა ანტიკური  ბიბლიური ფრესკებით. ოსმალეთის იმპერიის მმართველობის პერიოდში, მოსახლეობა ეკლესიებს იყენებდა ფრინველების ფარდულებად, ამიტომ ამ დროს ზოგიერთი ფრესკა განადგურდა, მაგრამ ხანგრძლივი რესტავრაციის შემდეგ მოხერხდა ბევრი მათგანის აღდგენა და ძველებური სილამაზის დაბრუნება.

მიწისქვეშა ქალაქები

შესაძლებელია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, რატომაც უნდა ესტუმროთ კაბადოკია არის ის, რომ აქ აღმოჩენილი იქნა ასობით ანტიკური მიწისქვეშა ქალაქი, რომელთაგან უდიდესია დერენქოე სადაც ცხოვრობდა დაახლოებით, 20,000 ადამიანი.

არსებობს ხალხი, რომლებიც, განაგრძობენ მტკიცებას, რომ ეს გააკეთეს უცხოპლანეტელებმა, მაგრამ ისტორიკოსები და არქეოლოგები თანხმდებიან რომ სწორედ ადამიანების შექმნილია ეს მიწისქვეშა ქალაქები.

ვიწრო გვირაბებში თქვენ შეხვდებით ოთახებს, ეკლესიის, სკოლის, სამგლოვიარო ოთახის, ცხოველების სადგომის, საკვების შესანახის ჩათვლით, ეს მიწისქვეშა ქალაქები იცავდა ოჯახებს ომის პერიოდში , როგორიც იყო მაგალითად მე-10 საუკუნეში არაბთა შემოსევები.

Share :