travelhub logotravelhub logotravelhub logotravelhub logo
  • გადაზიდვები
  • მოგზაურობა
  • მომსახურება
  • ბლოგი
  • დაგვიკავშირდით
კანგბაში, ყველაზე თანამედროვე ქალაქი-მოჩვენება
March 15, 2016
ინფორმაცია უვიზოდ მიმოსვლის შესახებ !
March 29, 2016

რა ვნახოთ პრაღაში?

პრაღა მიიჩნევა  ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქალაქად ცენტრალურ ევროპაში. ჩეხეთის დედაქალაქში ძალიან ბევრი საინტერესო და სანახავი ადგილია.

ამ ქალაქს ბევრის შეთავაზება შეუძლია თქვენთვის: პრაღის სასახლე, ჩარლზის ხიდი, მოცეკვავე შენობა, ძველი ქალაქის აურა, ან თუნდაც ლუდის ბარები, ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია, იმ ღირშესანიშნაობებისა, რომელსაც ნახავთ პრაღაში მოგზაურობისას.

უფრო მეტად, რომ მოგანდომოთ პრაღაში სტუმრობა, წარმოგიდგენთ, ჩვენი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვან ადგილებს, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ პრაღაში სტუმრობისას, განსაკუთრებით, თუ ცოტა ხნით სტუმრობთ მას.

 

 

პრაღის ციხესიმაგრე

პრაღის ციხესიმაგრე განლაგებული ძალიან მოსახერხებელ ადგილას, მასთან ახლოს მდებარეობს ძალიან ბევრი სასტუმრო და ჰოსტელი, რაც მარტივს ხდის ამ ტურისტული ადგილის მონახულების შესაძლებლობას.

პრაღის ციხესიმაგრე მე-9 საუკუნის ქმნილებაა, იგი იყო ჩეხეთის პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენცია. ასევე წმინდა რომის იმპერატორების და ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტების რეზიდენცია.

გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით, პრაღის ციხესიმაგრე არის მსოფლიოში უდიდესი უძველესი ციხესიმაგრე, რომლის ფართობი დაახლოებით 70 ათასი კვ.მ-ია. მისი სიგრძე 570 მეტრია, ხოლო სიგანე- 130 მეტრი.

ჩარლზის ხიდი

ჩარლზის ხიდი ძალიან პოპულარული ადგილია, როგორც ტურისტებისთვის, ისე რიგითი პრაღელებისთვისაც, მათ შორის განსაკუთრებით მხატვრებისთვის და მუსიკოსებისთვის. ყველაზე დატვირთული ჩარლზის ხიდი ძირითადად ზაფხულის პერიოდშია, როდესაც უამრავი ადამიანი იკრიბება ამ ულამაზეს ადგილას. გარშემო სუფევს მხიარულება და პრაღისთვის დამახასიათებელი შუასაუკუნოვანი ატმოსფერო.

 

ძველი ქალაქის შესასვლელი

პრაღის ძველი შესასვლელი მართლაც ულამაზესია, იგი ქალაქის სიმბოლოა, ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილი.

 

პეტრინის კოშკი

პრაღა საოცარი ქალაქია, ბევრი ლამაზი ხედით, ამ ხედების საუკეთესოდ დანახვაა შესაძლებელი პეტრინის კოშკიდან, რომელიც ძალიან წააგავს ეიფელის კოშკს, ამიტომაც მას პრაღის პატარა ეიფელის კოშკს უწოდებენ. მისი სიმაღლე 63.5 მეტრია, მას ყოველწლიურად სტუმრობს ნახევარ მილიონზე მეტი ტურისტი.

 

პრაღის ოპერის სახლი

პრაღის ოპერის სახლი თავდაპირველად გაიხსნა 1888 წელს, როგორც ახალი გერმანული თეატრი, დღესდღეობით მას უწოდებენ პრაღის სახელმწიფო ოპერის თეატრს, რომელიც მართავს წელიწადში 300-მდე წარმოდგენას. პრაღის ოპერის სახლის ინტერიერი იწვევს განსაკუთრებულ აღფრთოვანებას.

 

share

related posts

March 23, 2022

ტვირთის გადაზიდვა იტალიიდან


Read more
გერმანიიდან გადაზიდვები
March 23, 2022

ტვირთის გადაზიდვა გერმანიიდან


Read more
გადაზიდვა პოლონეთიდან
March 23, 2022

ტვირთის გადაზიდვა პოლონეთიდან


Read more

სხვა სიახლეები

  • 0
    მოგზაურობა მადრიდში
    March 8, 2017
  • 0
    მოგზაურობა ჩინეთში
    March 3, 2017
  • 0
    მოგზაურობა გოაში
    March 3, 2017
  • 0
    მოგზაურობა ბანკოკში
    March 1, 2017
  • 0
    მოგზაურობა კაბადოკიაში
    February 28, 2017
  • 0
    ადგილები,რომლებიც ფილმების მოყვარულებმა უნდა მოინახულონ!
    February 19, 2017
  • 0
    მოგზაურობა ბერლინში
    February 11, 2017
  • 0
    სტამბოლის ევროპული ნაწილი
    February 10, 2017
Powered by BLH
      gigalataria@yahoo.co.uk