Search
Close this search box.

ბარსელონაში მოგზაურობა იაფად

ბარსელონაში მოგზაურობა იაფად

როგორ დავზოგოთ ფული ბარსელონაში მოგზაურობისას?

გამოიყენეთ ბარსელონა ქარდი

ბარსელონა ქარდი შესაძლებლობას იძლევა იმგზავროთ ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე უფასოდ. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ 3-4-5 დღიანი ბარათები და ულიმიტოდ იმგზავროთ ამ დღეების განმავლობაში. ბარათის ფასები წინამდებარე სტატიის გამოქვეყნების დროს 45-55-60 ევროს შეადგენს დღეების მიხედვით.

გარდა საზოგადოებრივ ტრანსპორტით მგზავრობისა, ბარსელონა ქარდი საშუალებას მოგცემთ მიიღოთ ფასდაკლებები სხვადასხვა მუზეუმში, მაღაზიაში, რესტორანსა და კლუბებში.

უფასო მუზეუმები

ბარსელონაში უამრავი მუზეუმი უფასოა საზოგადოებისთვის, კერძოდ ყველა მუზეუმი უფასოა ყველა თვის პირველ კვირას. ზოგიერთ მუზეუმები ასევე უფასოა სტუდენტთა ჯგუფის ვიზიტის დღებში, ოთხშაბათსა და კვირა დღეს.

ზღვის პროდუქტები საჭმელად

ზოგადად რესტორნები საკმაოდ ძვირი ღირს ბარსელონას ცენტრსა და სანაპიროსკენ, თუმცა 12-3 საათებში თუ ესტუმრებით სანაპიროსკენ არსებულ რესტორანთა უმეტესობას ზღვის პროდუქტებზე საკმაოდ ოპტიმალური ფასი აქვს 9-13 ევროდ, კარგად დანაყრდებით.

შეიძინეთ საჭმელი ადგილობრივ ბაზარზე

სურსათის შეძენა ძალიან იაფად შეგიძლია ბარსელონას უბნებში არსებულ ბაზრებში. იყიდეთ სურსათი და ხორცი სწორედ აქ, ამით თქვენ დიდ თანხას დაზოგავთ. ბაზრების მიგნება ძალიან მარტივია, კითხეთ ნებისმიერ ქუჩაში გამვლელს და ის აუცილებლად მიგასწავლით.

იაფი საცხოვრებელი

თქვენ შეგიძლია სრულიად უფასოდ იცხოვროთ ბარსელონაში, თუ თქვენთვის ეს მისაღებია, გამოიყენეთ ვებ-საიტი www.couchsurf.com  და იპოვეთ თქვენი მასპინძელი, სანამ ესტუმრებით ბარსელონას. ეს საკმაოდ ეფექტური გზაა ფულის დასაზოგად, ასევე ადგილობრივების უფრო კარგად გასაცნობად. თუ თქვენთვის ასეთი საცხოვრისი მოუხერხებელი, შეგიძლია Airbnb-ს მეშვეობით იშოვოთ იაფი ოთახი ან ბინა, რაც სასტუმროზე ბევრად იაფი დაგიჯდებათ.

 

Share :