Search
Close this search box.

მოგზაურობა სტამბოლში

მოგზაურობა სტამბოლში

ძველი კონსტანტინოპოლი, ერთ დროს უძლეველი ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქი და მთლიანად ქრისტიანული სამყაროს ცენტრი, ქალაქი, სადაც ევროპისა და აზიის კულტურა ერთმანეთს ართმევს ხელს, დღეს თურქეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი- სტამბოლი.

სტამბოლი

ერთხელ მაინც თუ ხართ ნამყოფი ამ ქალაქში, წარუშლელი ემოციები აუცილებლად თან გაგყვებოდათ, ჯერ რად ღირს უბრალოდ ხეტიალი ამ ულამაზეს ქალაქში, თვალის დევნება ბოსფორის სრუტეში გაფენილ ხიდებზე, აია სოფიას მონახულება, სტამბოლის ბაზარში ჩაკარგვა, საღამო ხანს კი სადმე კარგი ხედის მოძებნა და ღამის სტამბოლისთვის თვალის დევნება.

სტამბოლი მდიდარია ანტიკური და ბიზანტიური კულტურის ძეგლებითა და აურით. იგი მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან წელიწადში 20 მილიონზე მეტ ტურისტს სწორედ ამით იზიდავს. გარდა ამისა, სტამბოლი უდიდესი ტრანზიტული ქალაქია, იგი ლოჯისტიკური ჰაბია, შავი ზღვის კარიბჭე და ევროპა-აზიის შეხების წერტილი.

სტამბოლში ოფიციალურად 15 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, თუმცა რეალური ციფრი 2-3 მილიონით მეტია. იგი ორ დიდ ნაწილად- ევროპულ და აზიურ ქალაქად იყოფა, ეს ორი ნაწილი ბოსფორის სრუტით არის გამოყოფილი და ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან.

იხ. გაგრძელება:

ევროპული სტამბოლი

აზიური სტამბოლი

Share :