travelhub logotravelhub logotravelhub logotravelhub logo
  • გადაზიდვები
  • მოგზაურობა
  • მომსახურება
  • ბლოგი
  • დაგვიკავშირდით
ვონდელპარკი – ამსტერდამი
February 13, 2016
ბუნების ექვსი საგანძური
February 17, 2016

ახალი მიმართულებები ქუთაისის აეროპორტიდან

ავიაკომპანია “ვიზეარი” ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპისკენ შვიდ ახალ მიმართულებას ამატებს.
ფრენები დაიწყება ქუთაისი-მილანი, ქუთაისი-ბერლინი, ქუთაისი-მიუნხენი, ქუთაისი-დორტმუნდი, ქუთაისი-სოფია, ქუთაისი-ლარნაკა, ქუთაისი-სალონიკის მიმართულებით.
ავიაკომპანია იმდინარე წელს ქუთაისის აეროპორტში რეგიონში პირველ ბაზასაც ხსნის.
ქუთაისი-ბერლინის მიმართულებით ავიარეისები 23 სექტემბერიდან დაიწყება, ფრენა კვირაში ორჯერ, ორშაბათსა და პარასკევს შესრულდება, ხოლო მინიმალური ფასი იქნება 39.99 ევრო;
ქუთაისი-მიუნხენის რეისები ასევე 23 სექტემბრიდან დაიწყება და კვირაში ორჯერ შესრულდება ფრენა, ორშაბათსა და პარასკევს;
ქუთაისი-მილანის ავიარეისები 25 სექტემბრიდან დაიწყება, ფრენები განხორციელდება ოთხშაბათს და კვირას, მინიმალური ფასი 39.99 ევრო იქნება.
ქუთაისი-დორტმუნდის რეისებიც 25 სექტემბრიდან დაიწყება, ფრენები იქნება ოთხშაბათს და კვირას და ფასი 39.99 ევრო.
რაც შეეხება ქუთაისი-სალონიკის რეისებს, დაიწყება 24 სექტემბრიდან, ფრენა განხორციელდება კვირაში სამჯერ – სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს, მინიმალური ფასი კი იქნება 29.99 ევრო.
ქუთაისი-ლარნაკას რეისები დაიწყება 24 სექტემრბიდან, ფრენებს კვირაში ორჯერ, სამშაბათს და შაბათს განახორციელებს და მინიმალური ფასი იქნება 24.99 ევრო.

უნგრული ავაიაკომპანია ვიზეარი 2012 წლიდან ასრულებს ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. ავიაკომანია ვიზეარის ფლოტი მოიცავს ეარბას A320 და A321 ტიპის 65 საჰაერო ხომალდს. ავიაკომპანია ამჟამად ბაზას 23 აეროპორტში ფლობს და ასრულებს ფრენებს 400 მიმართულებით, რითაც აკავშირებს 38 ქვეყნის 188 აეროპორტს.

2015 წელს ავიაკომპანია ვიზეარმა გადაიყვანა 19,2 მილიონი მგზავრი. კომპანიის პერსონალი 2,600 კადრს მოიცავს.
share

related posts

March 23, 2022

ტვირთის გადაზიდვა იტალიიდან


Read more
გერმანიიდან გადაზიდვები
March 23, 2022

ტვირთის გადაზიდვა გერმანიიდან


Read more
გადაზიდვა პოლონეთიდან
March 23, 2022

ტვირთის გადაზიდვა პოლონეთიდან


Read more

სხვა სიახლეები

  • 0
    მოგზაურობა მადრიდში
    March 8, 2017
  • 0
    მოგზაურობა ჩინეთში
    March 3, 2017
  • 0
    მოგზაურობა გოაში
    March 3, 2017
  • 0
    მოგზაურობა ბანკოკში
    March 1, 2017
  • 0
    მოგზაურობა კაბადოკიაში
    February 28, 2017
  • 0
    ადგილები,რომლებიც ფილმების მოყვარულებმა უნდა მოინახულონ!
    February 19, 2017
  • 0
    მოგზაურობა ბერლინში
    February 11, 2017
  • 0
    სტამბოლის ევროპული ნაწილი
    February 10, 2017
Powered by BLH
      gigalataria@yahoo.co.uk