Search
Close this search box.

სტამბოლის ევროპული ნაწილი

სტამბოლის ევროპული ნაწილი

სტამბოლის ევროპულ ნაწილში თანამედროვე შენობებთან, ძველ / ახალ მეჩეთებთან და მდიდრულ სასახლეებთან ერთად – ათეულობით საუკუნის წინანდელი ეგვიპტური და ბიზანტიური ობელისკები თანაცხოვრობენ.

 

პირველი რაც სტამბოლის ევროპულ ნაწილში უნდა ნახოთ, რა თქმა უნდა, აია სოფიაა, რომლის უნიკალურობა გაგაოცებთ.

ერთ დროს ქრისტიანული ტაძარი და თურქული მეჩეთი, დღეს მუზეუმია, თუმცა ამდენი გარდასახვის შედეგად მისი დიდებულება სულაც არ დაკნინებულა, განსაკუთრებით შთამბეჭდავია აია სოფიას მოოქროვილი მოზაიკა.

აია სოფიას პირისპირ სულთან აჰმედის მეჩეთი დგას, რომელიც ასევე აუცილებლად უნდა ნახოთ. მიუხედავად იმისა, რომ მასშტაბებით იგი არ ჩამორჩება აია სოფიას, მნიშვნელობითა და სიდიადით, ნამდვილად ვერ უტოლდება სტამბოლის სიმბოლოს.

იქვე, იპოდრომის მოედანზე განლაგებულია სხვა ღირსშესანიშნაობები, როგორიცაა: ეგვიპტური ობელისკი; გველის კოლონა და კონსტანტინეს ობელისკი. ასევე არ დაგავიწყდეთ გერმანელი კაიზერ ვილჰელმ II-ის ნაჩუქარი შადრევნის ნახვა.

Gülhane პარკი – წარსულში სამეფო ნადირობის ადგილი. დღეს საჯარო პარკი უამრავი ლამაზი მცენარით და უზარმაზარი ხეებით. მაღალი კედლები გამოყოფენ მას ტოპკაპის სასახლისგან, რომელიც ასევე საინტერესო სანახავია.

პარკის ერთ მხარეს განლაგებულია გარე კაფეები, სადაც თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ თურქული ჩაი და დატკბეთ საოცარი ხედებით ბოსფორისკენ.

პარკში ვიზიტისას აუცილებლად მოინახულეთ რომის იმპერიის დროინდელი „გოთების სვეტი“, რომელიც მდებარეობს კაფეებთან ახლოს.

აღნიშნული სვეტი აღიმართა რომაელების მიერ გოთების დამარცხების აღსანიშნავად, ჩვ.წ. აღრიცხვით მე-3 საუკუნეში, კონსტანტინოპოლის დაარსებამდე.

ასევე კაფეებთან ხლოს მდებარეობს ბიზანტიის დროინდელი მონასტერის ნანგრევები, რომელიც ასევე საინტერესო სანახავია.

სტამბოლის ევროპულ ნაწილშია განლაგებული სტამბოლის არექოლოგიური მუზეუმიც, რომელიც მილიონზე მეტ არქეოლოგიურ ობიექტს მოიცავს, მათ შორის: ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული შუმერული დამწერლობის ნიმუშს (8 საუკუნე ჩვ.წ.ა), ალექსანდრე მაკედონელის სარკოფაგი, კადეშის ხელშეკრულება (უძველესი ხელშეკრულება მსობლიოში) და სხვა.

Share :