Search
Close this search box.

აპლიკაციის შექმნა ტურისტული ბიზნესისთვის

აპლიკაციის შექმნა ტურისტული ბიზნესისთვის

თრეველჰაბი გთავაზობთ ნებისმიერი სირთულის აპლიკაციის შექმნა / განვითარებას.

ჩვენ გუნდს დიდი გამოცდილება გააჩნია სხვადასხვა სირთულის აპლიკაციის დამზადებასა და მოდერნიზებაში.

დაგვიკავშირდით(555 97 47 17) ნებისმიერ დროს და მიიღეთ დეტალური კონსულტაცია, მობილური აპლიკაციის დამზადებასთან დაკავშირებით.

აპლიკაციის შექმნა

მობილური აპლიკაციების როლი ტურიზმში

მობილური აპლიკაციების როლი ტურისტულ ბიზნესში ყოველდღიურად იზრდება. მათი მნიშვნელობა ნელ-ნელა აჭარბებს თავად ტურისტული ვებ-საიტების მნიშვნელობას.

დროთა განმავლობაში, მობილური აპლიკაციები და სხვა ინოვაციური საშუალებები ისევე ჩაანაცვლებენ ვებ-საიტებს, როგორც თავის დროზე კომპასები, რუქები და სხვა ტურისტული ინვენტარი ჩაანაცვლეს ვებ-საიტებმა.

ამჟამად ჩვენ ვიმყოფებით მობილური აპლიკაციების აღმავლობის ხანაში, ისინი სულ უფრო და უფრო პოპულარული საშუალება ხდება ტურისტული ბიზნესი წარმოებისთვის.

აღნიშნულს მარტივი ახსნა აქვს – მობილური სივრცის სწრაფი განვითარების კვალდაკვალ, თანამედროვე მომხმარებელს ურჩევნია მობილური მოწყობილობების საშუალებით ეძებოს ტურები, სასტუმროები, სამგზავრო ბილეთები და ა.შ., ხოლო ამის მარტივი საშუალებაა მობილური აპლიკაციები, განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც ყველაფერს ამას ერთ ფანჯარაში სთავაზობენ თავიანთ მომხმარებლებს.

რაში გვჭირდება მობილური აპლიკაცია?

ტურისტული ინდუსტრია მსოფლიო მაშტაბით 6-7 ტრილიონიანი ბაზარია. ამავდროულად, ტურიზმი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებადი სფეროა.

მიმდინარე ტექნოლოგიური ცვლილებების ფონზე იცვლებიან ტურისტული ბაზრის მთავარი მოთამაშეები. ისინი ვინც ვერ აყვება თანამედროვე რეალობას და არ დანერგავს ინოვაციურ მიდგომებს თავიანთ ბიზნეს საქმიანობაში, ჩანაცვლდებიან ისეთი კომპანიებით, რომლებიც მზად არიან მიიღონ ახალი გამოწვევები და აყვნენ თანამედროვე ბიზნესის კეთების საშუალებებს, მათგან ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი საშუალება ციფრული მარკეტინგისა და ჩატბოტების გარდა, სწორედ მობილური აპლიკაციაა.

მობილურ აპლიკაციებს არა მხოლოდ ტურისტულ ბიზნესზე აქვთ გავლენა, არამედ თითქმის ყველა სხვა ბიზნესზე.

ნებისმიერ თანამედროვე ტურისტს ურჩევნია გამოიყენოს აპლიკაცია, რომელიც პორტატულია და მარტივად გამოსაყენებელი, ვიდრე სხვა ნებისმიერი ხელსაწყო, მათ შორის ტურისტული ვებ-საიტი.

როგორც კი იპოვის ტურისტი მისთვის იდეალურ აპლიკაციას, იგი ყოველთვის მას გამოიყენებს თავისი მოგზაურობის დასაგეგმად, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ აპლიკაცია ყველა მის საჭიროებას აკმაყოფილებს, კერძოდ იძლევა ამომწურავ ინფორმაციას, ასევე საშუალებას დაჯავშნოს ბილეთები, სასტუმროები, ტურები და ა.შ.

რატომ დახარჯავს იგი დროს ამ ყველაფრის სხვაგან ძებნაში?

ამდენად, ცალსახაა, რომ თანამედროვე ტურისტული ბიზნესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია, ეფექტური მობილური გადაწყვეტის შექმნა. აღნიშნული საჭიროება საქართველოში, ისე მძაფრად არ ჩანს, როგორც განვითარებულ სამყაროში, თუმცა ტურიზმის, როგორც ბიზნესის გლობალური ბუნებიდან გამომდინარე, მობილური აპლიკაციის როლის ზრდა გარდაუვალია საქართველოს ბაზრისთვის.

ფაქტები ტურისტული აპლიკაცია vs. ტურისტული ვებ-საიტი

ტურისტული აპლიკაციები, გადმოწერების რაოდენობით მეშვიდეა ადგილზეა.

მომხმარებელთან 30% იყენებს მობილურ აპლიკაციას სასტუმროს დასაჯავშნად/საყიდლად.

მომხმარებელთა 40% იყენებს მობილურ აპლიკაციას თვითმფრინავის ბილეთების დასაჯავშნად/საყიდლად.

აღნიშნული ციფრები ყოველწლიურად იზრდება, დიდი ტემპებით, ტურისტული მობილური აპლიკაციების სასარგებლოდ

მობილური აპლიკაციების გამოყენება ტურისტულ ბიზნესში

ძირითადად რა სახის მობილური აპლიკაციები არსებობს ტურისტულ ბიზნესში?

ტურისტული გზამკვლევი

ასეთი აპლიკაციის მიზანია, ტურისტის სრული ინფორმირება.ტურისტული გზამკვლევი შეიძლება იყოს ზოგადი და კონკრეტული:

  • ზოგადი გზამკვლევი- მთელი მსოფლიოს, კონტინენტების, ქვეყნების და ა.შ. შესახებ ინფორმირების ფუნქციით;
  • კონკრეტული ქვეყნის, ქალაქის, სასტუმროს შესახებ ინფორმირების ფუნქციით;

მაგ: ტურისტული აპლიკაცია, რომელშიც ჩატვირთულია კონკრეტული ქალაქის ან ქვეყნის რუქა, ღირშესანიშნაობები, ტურები, სასარგებლო ინფორმაცია და ა.შ.

ასეთი აპლიკაციები განსაკუთრებულად ეფექტურია ირიბი რეკლამის განსახორციელებლად, მაგალითად, თუ აპლიკაციაში მოცემულია ინფორმაცია თბილისის შესახებ და ტურისტი მისით ხელმძღვანელობს, შესაძლებელია აპლიკაციაში გამოჩნდეს სხვადასხვა ტურისტული მომსახურების შესახებ რეკლამები, რომლებმაც შესაძლოა ტურისტი დააინტერესოს.

ყველაფრის მომცველი აპლიკაციები

აპლიკაციები, რომელიც საშუალებას აძლევს ტურისტს, დაგეგმოს მთლიანი მოგზაურობა, ასეთი აპლიკაციები მრავალფუნქციურია, კერძოდ მათ ახასიათებთ:

  • ბილეთების შეძენის ფუნქცია: თვითმფინავი, ავტობუსი, რკინიგზა, ავტომობილები.
  • საკურორტო ადგილების, სასტუმროების და რესტორნების მოძებნისა და დაჯავშნის ფუნქცია.
  • სასურველი ტურების და საკვების შერჩევა და ა.შ.

ასეთი აპლიკაციები თავის თავში მოიცავენ გზამკვლევ აპლიკაციებს.

ბუქინგ აპლიკაციები

არცერთი მოგზაურობა არ იწყება თვითმფრინავის ბილეთისა და საცხოვრებელის დაჯავშნის გარეშე.

ბუქინგ აპლიკაციების მიზანი, სწორედ ცალკეული სერვისების დაჯავშნის უზრუნველყოფაა.

შესაძლებელია კონკრეტული აპლიკაცია განკუთვნილი იყოს მხოლოდ სატრანსპორტო ბილეთების ან მხოლოდ სასტუმროების დაჯავშნა/ყიდვისთვის, თუმცა რაც უფრო მეტი ფუნქციაა აქვს ასეთ აპლიკაციას მით უფრო ეფექტურია იგი.

ბოლოსიტყვაობა

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მობილური აპლიკაციები ნელ-ნელა ქმნიან ახალ რეალობას ტურისტულ ბიზნესში, მათ შორის საქართველოს ბაზარზე. ის კომპანიები, რომლებიც აყვებიან აღნიშნულ ტენდენციებს და შექმნიან ეფექტურ მობილურ აპლიკაციებს მიაღწევენ უფრო მეტ წარმატებას, ხოლო ისინი ვინც ძველი მეთოდები განაგრძობს საქმიანობას, დათმობენ თავიანთ ადგილებს ბაზარზე.

გსურთ მობილური აპლიკაციის დამზადება?

იხილეთ ჩვენი მომსახურების გვერდი – მობილური აპლიკაციის დამზადება ან დაგვიკავშირდით, როგორც ელექტრონული ფოსტის, ისე ტელეფონის საშუალებით, ჩვენი კომპანიის თანამშრომლები გაგიწევენ სრულ კონსულტაციას მობილური აპლიკაციების დამზადებასთან დაკავშირებით.

მსგავსი სერვისები:

ვებ-საიტების აწყობა

Share :