travelhub logotravelhub logotravelhub logotravelhub logo
  • გადაზიდვები
  • მოგზაურობა
  • მომსახურება
  • ბლოგი
  • დაგვიკავშირდით
ბუნების ექვსი საგანძური
February 17, 2016
როგორ ვიმგზავროთ ქუთაისის აეროპორტიდან?
March 12, 2016

გარდას ტბა, ჩრდილოეთ იტალია

გარდა ტბა, იტალიაში ყველაზე დიდი ტბაა, იგი პოპულარული დასასვენებელი ადგილია, ლანდშაპტი ჩამოყალიბდა ბოლო გამყინვარების პერიოდში.

 

 

რომის კოლიზეუმი

რომის კოლიზეუმი, ასევე ცნობილია, როგორც იმპერატორი ფლავიანის ამპითეატრი, რომელიც აშენდა ჩვენი წელთაღრიცხვით I საუკუნეში. იგი ოვალური ფორმისაა, მდებარეობს იტალიის დედაქალაქის- რომის ცენტრში.

რომის კოლიზეუმი ყველაზე დიდი ამფითეატრია, რაც დღემდე აშენებულა მსოფლიოში, იგი იტევდა 50 ათასიდან 80 ათასამდე მაყურებელს. მასში ტარდებოდა გლადიატორთა ბრძოლები, საჯარო სპექტაკლები, კონცერტები და ა.შ.

 

ბაზილიკა დე სანტა მარია, ფლორენცია, ტოსკანას რეგიორი, იტალია.

სანტა მარიას ბაზილიკა, ღვთისმშობლის სათაყვანისცემლოდ აგებული ყველაზე დიდი კათოლიკური ეკლესიაა იტალიაში.

 

გრანდ კანალი, ვენეცია, იტალია

ათასობით ტურისტი, სხვადასხვა წყლის ტრანსპორტით, ყოველდღიურად სტუმრობს ვენეციის ყველაზე ცნობილ და ლამაზ არხს, რომლის გაყოლებაზე განლაგებულია 170-ზე მეტი უძველესი შენობა, მათგან უმეტესობა მე-13-18 საუკუნეებიდან ამშვენებს ამ დიდებულ არხს, ისინი გამოხატავენ უძველესი ვენეციის სახელმწიფოს დიდებას, სიმდიდრეს და კულტურას.

პიაცა დეი მირაკოლი, პიზა, იტალია

პიაცა დელ მირაკოლი, ასევე ცნობილი, როგორც პიაცა დელ დუომო, იკავებს 8.87 ჰექტარის ფართობს, იგი მდებარეობს პიზაში, იტალიის ერთ-ერთ ულამაზეს – ტოსკანას რეგიონში, წარმოადგენს შუასაუკუნეების ეროპული ხელოვნების უმნიშვნელოვანეს ხელოვნებისა და არქიტექტურის ცენტრს.

 

ჩინქუე ტერე

საუკუნეების მანძილზე ადამიანები ფრთხილად აშენებდნენ ტერასებს, ციცაბო, კლდოვან ლანშაფტზე, რომელიც გადაჰყურებს ზღვას. ბილიკები, მატარებელი და ნავები აკავშირებენ სოფლებს, მანქანებისთვის მიუწვდომელია ეს ტერიტორიები. ჩინქუე ტერე არის ძალიან პოპულარული ტურისტული მიმართულების ადგილი, განსაკუთრებით იმ ტურისტებისთვის, რომლებსაც უყვართ წყნარი დასვენება, ლამაზი ხედებითა და ბუნებით.

 

კომოს ტბა

კობოს ტბა მდებარეობს ჩრდილოეთ იტალიაში, ლომბარდის რეგიონში. კომოს ტბა ყოველთვის იზიდავდა არისტოკრატებს და მდიდარ ადამიანებს რომის იმპერიის პერიოდიდან მოყოლებული.

ასევე იყო პოპულარული ტურისტებს შორის. მის გარეშემო მდებარეობს უამრავი ვილა და სასახლე, როგორიცაა Villa Olmo, Villa Serbelloni,  Villa Carlotta. ბევრი ცნობილი ადამიანი ფლობს ან ფლობდა ვილას კომოს ტბის ნაპირებთან, მაგ: ჯონ კერი, მადონა, ჯორჯ კლუნი, რონალდინიო, სილვესტერ სტალონე, რიჩარდ ბრენსონი, ბენ სპაისი და სხვანი.

 

 

share

related posts

March 23, 2022

ტვირთის გადაზიდვა იტალიიდან


Read more
გერმანიიდან გადაზიდვები
March 23, 2022

ტვირთის გადაზიდვა გერმანიიდან


Read more
გადაზიდვა პოლონეთიდან
March 23, 2022

ტვირთის გადაზიდვა პოლონეთიდან


Read more

სხვა სიახლეები

  • 0
    მოგზაურობა მადრიდში
    March 8, 2017
  • 0
    მოგზაურობა ჩინეთში
    March 3, 2017
  • 0
    მოგზაურობა გოაში
    March 3, 2017
  • 0
    მოგზაურობა ბანკოკში
    March 1, 2017
  • 0
    მოგზაურობა კაბადოკიაში
    February 28, 2017
  • 0
    ადგილები,რომლებიც ფილმების მოყვარულებმა უნდა მოინახულონ!
    February 19, 2017
  • 0
    მოგზაურობა ბერლინში
    February 11, 2017
  • 0
    სტამბოლის ევროპული ნაწილი
    February 10, 2017
Powered by BLH
      gigalataria@yahoo.co.uk