ტრანსპორტირება იტალიიდან – ტვირთის გადაზიდვა
ერთი-ერთი აქტუალური ლოჯისტიკური მიმართულებაა ტვირთის იტალიიდან ტრანსპორტირება.
იტალია ევროპის ერთ-ერთი მაღალგანვითარებული ინდუსტრიულ-აგრალური ქვეყანაა.
მშპ-ს საერთო მოცულობით იგი ევროპაში მეოთხეა, ხოლო მსოფლიოში პირველ ათეულში შედის.
საქართველოსა და იტალიას შორის დიპლომატიური და მეგობრული ურთიერთობები საუკუნეებს ითვლის.
ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს ჯერ კიდევ 1919 წელს ჩაეყარა საფუძველი.
ყველაფერი ,,ოთხთა საბჭოს“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რითაც საქართველოსა და აზერბაიჯანში მანდატი იტალიას გადაეცა.
იმჟამინდელ იტალიის მთავრობას საქართველოში მკაფიოდ განსაზღვრული ინტერესები ამოძრავებდა.
იგი დაინტერესებული იყო ადგილობრივი ბუნებრივი რესურსებით, აბრეშუმით, თამბაქოთი და ხე-ტყით.
ასე ჩამოყალიბდა გარკვეული სახის ურთიერთობები, რომელიც მოგვიანებით უფრო მჭიდრო სახის კავშირად გადაიქცა და დღემდე გრძელდება.
აქედან გამომდინარე, ტვირთის გადაზიდვა იტალიიდან მზარდი და მოთხოვნადი მიმართულებაა, როგორც საქართველოს მიმართულებით, ასევე მთლიანად რეგიონისთვის.
დღესდღეობით, საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის დადებულია არაერთი შეთანხმება, რომელიც მოიცავს თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ეკონომიკაში.~
ნამდვილად აღსანიშნავი ფაქტია, რომ 2018 წელს, საქართველოს პირველი ისტორიული ვიზიტით ეწვია იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა.
აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის ხელი მოეწერა სხვადასხვა სახის მემორანდუმს.
ქვეყნებს შორის პერიოდულად იმართება იტალიურ-ქართული ეკონომიკური და ბიზნეს-ფორუმები, რაც თავისთავად მნიშვნელოვანი ფაქტია საქართველოსთვის.
სტატისტიკის მიხედვით, ვაჭრობის მხრივ, იტალია საქართველოს რიგით მეოთხე პარტნიორია ევროპის მასშტაბით.
ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებული იტალიური კომპანიების რიცხვი დღითიდღე იზრდება. მაგალითად, Gruppo Ferrero (თხილის წარმოება), სოფლის მეურნეობის დარგში ყველაზე მნიშვნელოვანი უცხოელი ინვესტორია.
ამ ყველაფერს ხელი შეუწყო სავაჭრო ურთიერთობების გამარტივებამ, რაც 2014 წლის ოქტომბერში ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების დადებას უკავშირდება.
იტალიასთან ექსპორტის მიმართულებითაც აქტიურად ვთანამშრომლობთ.
იტალიაში ძირითადად გაგვაქვს: თხილი და სხვა კაკალი; პალტოები და კოსტიუმები; მინერალური ან ქიმიური სასუქები; ხე-ტყის მასალა და სხვა.
იმპორტის მხრივ ლიდერობს ცენტრალური გათბობის ქვაბები, ფეხსაცმელები, ჭურჭლის სარეცხი მანქანები; ავეჯი და მისი სხვა ნაწილები; სატვირთო ავტომობილები და სხვ.
ნამდვილად საგულისხმო ფაქტია, რომ 2010 წლის აპრილში, რომში, ვილა ბორგეზეს პარკში, მსოფლიო მოღვაწეთა ხეივანში, გოეთეს, დანტეს, დიუმას და შექსპირის ქანდაკებების გვერდით დაიდგა შოთა რუსთაველის ძეგლი.
რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენ ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებზე.
ასევე დაგაინტერესებთ: ჩარტერული გადაზიდვების მომსახურება