Search
Close this search box.

ტვირთის გადაზიდვა პოლონეთიდან

ტვირთის გადაზიდვა პოლონეთიდან

გადაზიდვა პოლონეთიდან

ტვირთის გადაზიდვა პოლონეთიდან, საკმაოდ აქტუალური მიმართულებაა საქართველოსთვის.

საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას მჭიდრო პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს.

ამ კავშირს ჯერ კიდევ მე-15 საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი და დღემდე წარმატებით ვითარდება სხვადასხვა სფეროში.

მათ შორის, ეკონომიკური კუთხით. პოლონეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და ამას ყოველთვის მკაფიოდ გამოხატავს.

სწორედ ამ მჭიდრო და საიმედო ურთიერთობების გამო, ჩვენს ქვეყანაში ტვირთების ტრანსპორტირება პოლონეთიდან ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულება გახდა.

საქართველოსა და პოლონეთს შორის გაფორმებულია თხუთმეტზე მეტი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლებიც არეგულირებს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში. მათ შორის, მნიშვნელოვანია ეკონომიკური სფერო.

2009 წლიდან ორ ქვეყანას შორის ფუნქციონირებს ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია.

2014 წელს საქართველომ ხელი მოაწერა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას და ამით უფლება მიეცა გასულიყო ევროპულ ბაზარზე. სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება ექსპორტ-იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდა. მაგალითად, თუ 2009 წელს საქართველოდან პოლონეთში ექსპორტი 3.6 მილიონი დოლარი იყო, 2018 წელს ეს რიცხვი 4- ჯერ გაიზარდა (16 მილიონი დოლარი).

პოლონეთი, დღესდღეობით, ევროპაში ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში. აღსანიშნავი ფაქტია, რომ მსოფლიოს 25 ეკონომიკურად ძლიერ სახელმწიფოს შორის პოლონეთიცაა. მისი ლოგისტიკური ინდექსის მაჩვენებელი 3.54-ია, რითაც ბევრ მოწინავე ქვეყანას უსწრებს, მაგალითად ირლანდიას, საბერძნეთსა და ბულგარეთს.

საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებობს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების რეალური პერსპექტივები. ამას ემატება მათი გეოპოლიტიკური მდებარეობა, საერთო ინტერესები და ღირებულებები.

პოლონეთი ევროპის ცენტრში მდებარეობს, რის გამოც ქვეყანა ერთგვარ სავაჭრო კორიდორს წარმოადგენს, ევროპის ძირითად ქვეყნებში ტვირთის გადასაზიდად, ხოლო საქართველოს ლოგისტიკის ჰაბადაც კი მოიხსენიებენ.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ პოლონეთში ქართული ღვინის ცნობადობა წლიდან-წლამდე იზრდება. საქართველოდან პოლონეთში ღვინის ექსპორტს 40-ზე მეტი კომპანია ახორციელებს. თუ ადრეულ წლებში  წითელი ნახევრად ტკბილი და წითელი ტკბილი ღვინოები იყო მოთხოვნადი, ახლა ბევრი ადამიანი ინტერესდება თეთრი მშრალი ღვინით.

ასევე ექსპორტის კუთხით პოპულარულია სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, მათ შორის ხილი და თხილი.

იმპორტის მხრივ, საქართველოში პოლონეთი ლიდერობს კოსმეტიკისა და ფარმაციის სექტორში, ასევე ქართულ დახლებზე შეხვდებით პოლონურ რძის ნაწარმის პროდუქციას.

ასევე დაგაინტერესებთ: საბროკერო მომსახურება 2023 წელს

Share :