travelhub logotravelhub logotravelhub logotravelhub logo
  • გადაზიდვები
  • მოგზაურობა
  • მომსახურება
  • ბლოგი
  • დაგვიკავშირდით
მოგზაურობა კაბადოკიაში
February 28, 2017
მოგზაურობა გოაში
March 3, 2017

მოგზაურობა ბანკოკში

Travelhub-ი წარმოგდიგენთ ზოგად ინფორმაციას ბანკოკში მოგზაურობის შესახებ.

ბანკოკი ტაილანდის ყველაზე დიდი ქალაქია, რომელიც გამოირჩევა ბევრი ღირშესანიშნაობებით, გემრიელი საკვებითა და ღამის ცხოვრებით.

მოგზაურობა ბანკოკში

 

ბანკოკი ტაილანდის დედაქალაქია, რომლის მოსახლეობაც 11 მილიონს აჭარბებს. შესაძლოა პირველი შეხედვით, თქვენ არ მოიხიბლოთ ამ ქალაქით, მისი ურბანული არეულობით, საავტომობილო საცობებითა და სიცხით, თუმცა პირველმა შთაბეჭდილებებმა არ უნდა შეგიყვანოთ შეცდომაში.

ბანკოკი არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქალაქი მთლიანად აზიაში, რომელიც გამოირჩევა უძველესი ტაძრებითა და სასახლეებით, ქალაქის ბაზრობებით და გამორჩეული ღამის ცხოვრებით.

ბანკოკი ტაილანდის სულიერი, კულტურული, პოლიტიკური, კომერციული და დიპლომატიური ცენტრია.

 

ფასები

ბანკოკი შედარებით იაფი ქალაქია, თუმცა აუცილებელია იცოდეთ რა და სად შეიძინოთ. საკვების ფასები მერყეობს 0.5 აშშ დოლარიდან – 70 აშშ დოლარამდე.

საშუალო დონის საცხოვრებლის ფასია 20-50 აშშ დოლარი.

ბანკოკის ბაზრობები ტრადიციულად გამოირჩევა ვაჭრობის შესაძლებლობით, თუმცა ახალი მოლებისა და მაღაზიების მშენებლობის შედეგად, შემოვიდა ფიქსირებული ფასის პოლიტიკაც.

ტრანსპორტირება

გადაადგილება შეგიძლიათ ეფექტურად ძირითადად მიწისზედა და მიწისქვეშა მეტროების მეშვეობით, თუმცა ზოგიერთი ადგილის მონახულებისათვის, მაინც დაგჭირდებათ ტაქსის დაქირავება.

ძალიან დიდი პლიუსია ისეთი საცხოვრებლის შერჩევა,რომელიც მეტროებთან არის ახლოს განთავსებული. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ სპეციალური აპარატებიდან, შესაძლებელია ერთჯერადი და მრავალჯერადი გამოყენების ბილეთების არჩევა.

ტაქსით ტრანსპორტიება

აუცილებლად მოითხოვეთ კილომეტრაჟის მთვლელი აპარატის ჩართვა, თუ ტაქსის მძღოლი გეტყვით უარს, არ გამოიყენოთ მისი მომსახურება. მზად იყავით, რომ მძღოლს არ ექნება ხურდა, ამიტომაც მცირე კუპიურების ქონა არ იქნება ურიგო. ამავდროულად ზუსტად უთხარით სად გსურთ წასვლა და იქონიეთ სასტუმროს მისამართი, როგორც ინგლისურ, ისე ტაილანდურ ენებზე, უკან დაბრუნების პრობლემა რომ არ შეგექმნათ.

ტუკ-ტუკები

ფასზე აუცილებლად მორიგდით, სანამ ამ ტრანსპორტის საშუალებას გამოიყენებთ, გადაიხადეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც მიაღწევთ სასურველ ადგილმდებარეობას. ტუკ-ტუკების მძღოლები არიან ძალიან ბუზღუნა ადამიანები, ამიტომაც მზად იყავით მათი მხრიდან უხეშობისა და ბევრი ლაპარაკისთვის.

მდინარის ტრანსპორტი

ბანკოკში ხშირად გამოიყენებენ სპეციალურ ნავებს. არ შეგეშინდეთ მათი გამოყენება, ეს საკმაოდ საინტერესო გამოცდილებაა.

share

related posts

March 23, 2022

ტვირთის გადაზიდვა იტალიიდან


Read more
გერმანიიდან გადაზიდვები
March 23, 2022

ტვირთის გადაზიდვა გერმანიიდან


Read more
გადაზიდვა პოლონეთიდან
March 23, 2022

ტვირთის გადაზიდვა პოლონეთიდან


Read more

სხვა სიახლეები

  • 0
    მოგზაურობა მადრიდში
    March 8, 2017
  • 0
    მოგზაურობა ჩინეთში
    March 3, 2017
  • 0
    მოგზაურობა გოაში
    March 3, 2017
  • 0
    მოგზაურობა ბანკოკში
    March 1, 2017
  • 0
    მოგზაურობა კაბადოკიაში
    February 28, 2017
  • 0
    ადგილები,რომლებიც ფილმების მოყვარულებმა უნდა მოინახულონ!
    February 19, 2017
  • 0
    მოგზაურობა ბერლინში
    February 11, 2017
  • 0
    სტამბოლის ევროპული ნაწილი
    February 10, 2017
Powered by BLH
      gigalataria@yahoo.co.uk