მოგზაურობა პორტუგალიაში

მოგზაურობა პორტუგალიაში

 

რა ვნახოთ პორტუგალიაში?

პორტუგალია ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი ქვეყანაა ევროპაში, კონტინეტის კიდეზე მყოფი მდიდარი ისტორიის მქონე ქვეყანა, გამოირჩევა ულამაზესი ქალაქებითა და სოფლებით, ხელმისაწვდომი ფასებით, გემრიელი საკვებით და საინტერესო ხალხით.

წინამდებარე სტატიაში ჩვენ შევეცდებით გაგაცნოთ პორტუგალია, ის ძირითადი ადგილები, რომლებიც უნდა მოინახულოთ პორტუგალიაში მოგზაურობისას.

ეწვიეთ ლისაბონს

ლისაბონი პორტუგალიის დედაქალაქია, ეს არის ქალაქი, რომელიც აუცილებლად შეგიყვარდებათ. ლისაბონში გელოდებათ ცოტაოდენი მისტიკა, დიდი ისტორია, ლამაზი ხედები, მეგობრული ადგილობრივები და უგემრიელესი საჭმელი.

მოკლედ, რომ ვთქვათ ყველაფერი ის, რაც ნამდვილ მოგზაურს სურს. ქალაქი კომპაქტურია და მარტივია მისი დათვალიერება. ესტუმრეთ წმინდა ხორხეს ციხესიმაგრეს, ძველ ეკლესიებს, დააგემოვნეთ პორტუგალიური საჭმელი, იბოდიალეთ ქალაქის ქუჩებში.

ლისაბონი არ ჩამოუვარდება სხვა ცნობილ ევროპულ ქალაქებს, იგი თქვენ სასიამოვნოდ გაგაოცებთ, შეიძლება ითქვას, რომ ლისაბონი არის ქალაქი, რომელზედაც უფრო მეტს უნდა საუბრობდნენ ადამიანები, მათ შორის თქვენც.

ესტუმრეთ ბატალხას

გოთური არქიტექტურის შედევი – ბატალხას ტაძარი, აშენებულია 1388 წელს, იგი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული.

ლისაბონიდან ბატალხაში მგზავრობას 3 საათი სჭირდება, ბილეთის ფასი 10-დან 25 ევრომდე მერყეობს.

ბატალხაში შესვლა 9 საათიდან 18 საათამდეა შესაძლებელი და 6 ევრო ღირს.

ესტუმრეთ პატარა ქალაქ ევორას

პორტუგალია გამოირჩევა პატარა ლამაზი ქალაქებით, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შემავალი პატარა ქალაქი – ევორა უამრავი ძველი და ლამაზი შენობით გამოირჩევა, განსაკუთრებით გამოსაყოფია დიანას ტაძარი და ქალაქის მთავარი მოედანი.

წვეულება ლაგოსში

ლაგოსი პატარა ქალაქია, თუმცა მას ადამიანები ისტორიული ძეგლების ნახვის მაგივრად ძირითადად სხვა მიზნებით სტუმრობენ.

ლაგოსი იდეალური ადგილია დილით სანაპიროზე გარუჯვისა და შემდგომ ადგილობრივ პაბებში რელაქსაციისთვის. ზაფხულის თვეებში ერთ-ერთი საყვარელი ადგილია განსაკუთრებით ახალგაზრდა ევროპელი სტუდენტებისთვის.

ეწვიეთ სინტრას

ლორდი ბაირონის სიტყვებით, ეს არის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი ევროპაში.

თუ სტუმრობთ ლისაბონს აუცილებლად ესტუმრეთ სინტრას, მისი ულამაზესი სასახლეები, სულისშემკვრელი ხედები და დიდი კულტურით აღსავსე მუზეუმები თქვენ მოგხიბლავთ.

ლისაბონიდან სინტრასკენ მგზავრობას 40 წუთი სჭირდება, ბილეთის ფასი კი 2-5 ევრომდე მერყეობს.

გაატარეთ საოცარი დღეები კოიმბრაში

საუნივერსიტეტო ქალაქი კოიმბრა ეს არის თქვენი ოცნების ადგილი, თუ ძველი ქალაქის ქუჩებში სიარული, ხოლო საღამოს სტუდენტური წვეულებები გიზიდავთ.

ერთი დღე ფაროსში

ეს არის ქალაქი, რომელიც მდებარეობს ალგარვეს რეგიონში.

აღნიშნული რეგიონი გამოირჩევა საოცარი სანაპიროებით, ზღვის პროდუქტებით დამზადებული საკვებით და ტურისტების რაოდენობით.

თვითონ ქალაქ ფაროს არ გააჩნია სანაპირო, თუმცა იგი კომფორტული პატარა ქალაქია, ლამაზი ძველი უბნებით.

ქალაქი პორტო

პორტო სიდიდით და მნიშვნელობით მეორე ქალაქია პორტუგალიაში, გამოირჩევა თავისი ისტორიით და ურბანული არქიტექტურით, თქვენ არ გექნებათ პორტუგალია სრულყოფილად ნანახი, თუ არ ეწვევით პორტოს.

დადექით ევროპის კიდეზე

Cape Sagres-ი ევროპის/ევრაზიის კონტინენტის სამხრეთ-დასავლეთის უკიდურესი კიდეა, სწორედ აქ ფუნქციონირებდა ჰენრი ნავიგატორის ცნობილი ნავიგაციის სკოლა, რომელმაც აღზარდა ისტორიაში ცნობილი მოგზაურები და მაძიებლები.

 

Share :