Search
Close this search box.

ხორვატია- კუნძული ბრაჩი

ხორვატია- კუნძული ბრაჩი

კუნძული „ბრაჩი“ ადრიატიკის ზღვის მშვენებაა, კუნძულის მოსახლეობა მხოლოდ 14 ათასი ადამიანია, რომლებიც მცირე დასახლებებში ცხოვრობენ.

ბრაჩის ცენტრია ქალაქი სუპეტარი, სადაც მხოლოდ 3 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

კუნძულზე მოიპოვება ხარისხიანი სამშენებლო ქვა, რომლითაც შენობების მოპირკეთება ხდება. ჯერ კიდევ ძველი რომაელები იყენებდნენ კუნძულზე არსებულ სამშენებლო ქვას ქალაქების ასაშენებლად.

ისინი აშენებდნენ: ამფითეატრებს, ტაძრებსა და სასახლეებს. აღნიშნული ქვის მასალა გამოიყენეს თეთრი სახლის მშენებლობისას ვაშინგტონში, ასევე დიოკლიტიანეს  სასახლის მშენებლობისას სპლიტში. სწორედ ამ ქვითაა მოპირკეთებული სახლები ბრაჩში.

ამავდროულად, კუნძულზე იწარმოება ისეთი პროდუქტები, როგორიცაა ზეთის ხილი, ღვინო, ხილი, მოსახლეობა დაკავებულია ამავდროულად მეცხოველეეობით და თევზისჭერით.

კუნძული ბრაჩი წარმოადგენს იდეალურ ადგილს ტურისტებითვის, წყნარი გარემო, ლამაზი პეიზაჟები, ველური ბუნება, მდიდარი კულტურული და ისტორიული სივრცე, კრისტალურად ცისფერი ზღვა, მოსახლეობის კეთილგანწყობა, ყველაფერი ის, რაც აუცილებელია დასვენებისთვის. განსაკუთრებით შეყვარებული წყვილებისთვის ან თაფლობის თვის გასატარებლად.

კუნძულზე ორი ძირითადი საკურორტო ადგილია: დედაქალაქი სუპეტარი სამი ათასი მოსახლით და ბოლ-ი, ერთ-ერთი საუკეთესო სანაპიროთი ხორვატიაში.

წყნარი არდადეგების გასატარებლად ესტუმრეთ მცირე ზომის დასახლებებს, როგორიცა Splitska  Milna Pucisca.

Share :