21-ე საუკუნეში კინემატოგრაფიამ წარმოუდგენლად დიდი სიმაღლეები დაიპყრო! ჩვენ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით ბილბორდებს ჩვენი საყვარელი მსახიობების მონაწილეობით, ვუყურებთ ვიდეო რგოლებს, თრეილერებს, ველოდებით სასურველი ფილმის ეკრანებზე გამოჩენას.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ კინო ინდუსტრია ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ალბათ ყველას გინატრიათ მოგენახულებინათ ის ადგილები, სადაც თქვენითვის დაუვიწყარი სცენები გადაიღეს. გემოგზაურათ ჰობიტების ზღაპრულ ქალაქში ან ჰოგვარტსის მაგიური სამყაროს ნაწილი გამხდარიყავით!
თქვენი ოცნება ნამდვილად არ არის რეალობისგან შორს, რადგან თანამედროვე ტურიზმის ინდუსტრია საშუალებას მოგცემთ თქვენთვის სასურველი ტურის ფარგლებში კინო სამყაროს საკულტო დესტინაციებს ეწვიოთ!
ჰარი პოტერის ჯადოსნური ატმოსფერო სწორედ Christ Church College-ში შეიქმნა. მე-16 საუკუნის გამორჩეული, დახვეწილი არქიტექტურის დამსახურებით კოლეჯმა არაერთი რეჟისორი შთააგონა!
სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი ბოლო დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად არის აღიარებული. შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ამაში დიდი როლი ფილმის ადგილმდებარეობამ ითამაშა. აღმოსავლეთ გერმანიაში მდებარე ქალაქი გორლიცი მისთვის დამახასიათებელი კულტურით გამოირჩევა.
სტივენ კინგის რომანის მიხედვით გადაღებული ფილმი “ნათება” დღემდე მისტიკისა და ჰორორის საუკეთესო სინთეზად მიიჩნევა.
სასტუმრო, სადაც მოვლენები ვითარდება შესანიშნავად გადმოსცემს სიუჟეტის სიღრმესადა პერსონაჟთა განწყობა.
შეიძლება ითქვას, რომ ფილმში ადგილმდებარეობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. სასტუმრო ცოცხალი ოგრანიზმია, რომელიც სიუჟეტის შესაბამისად იცვლება.
ბეჭდების მბრძნებელთა შთამბეჭდავი თავგადასავალი ჰობიტების სამყაროში ვითარდება. სიმწვანით, ჯადოქრობითა და პატარა ჰობიტებით სავსე ქალაქი გულგრილს არავის დატოვებს!