Search
Close this search box.

ტვირთის გადაზიდვა გერმანიიდან

ტვირთის გადაზიდვა გერმანიიდან

გერმანიიდან გადაზიდვებიევროპის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა – ტვირთის გადაზიდვა გერმანიიდან.

გერმანიას ლოგისტიკის ჩემპიონს უწოდებენ. ეს გამოწვეულია მისი ცენტრალური ადგილმდებარეობით ევროპაში, და ამასთან, ლოგისტიკური სერვისების უმაღლესი ხარისხით.

გერმანია მოწინავე პოზიციებს იკავებს ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკის ტექნოლოგიების ხარისხშიც.

ფაქტობრივად, გერმანიაში ლოგისტიკის ინდუსტრია უდიდეს ეკონომიკურ სექტორს წარმოადგენს.

საქართველოსა და გერმანიას შორის ეკონომიკური ურთიერთობები ყოველთვიურად უფრო და უფრო მყარდება, მათ შორის ორ ქვეყანას შორის ვითარდება ლოგისტიკური ურთიერთობებიც.

2018 წელს, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ტრანსპორტისა და  ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

მოცემულ შეხვედრაზე, ყურადღება დაეთმო საქართველოს, როგორც ე.წ. “შუა დერეფნის”  როლის შემსრულებელს.

ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ხელი მოეწერა ორ დოკუმენტს საზღვაო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რითაც მხარეებმა  აიღეს ვალდებულება საზღვაო გარემოს დაცვის, უსაფრთხოებისა და უშიშროების კუთხით.

ასევე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად იმუშავებდნენ პორტების ინფრასტრუქტურის დახვეწაზე. ინფრასტრუქტურა ლოგისტიკური ჰაბის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ყოველივე ეს, საბოლოოდ, ხელს უწყობს საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვების ზრდასა და ქვეყნებს შორის ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას.

გერმანიაში ლოგისტიკის მიმართულებებიდან ყველაზე მეტად გავრცელებული სახმელეთო გადაზიდვებია.

გერმანიიდან საქართველოში, ტვირთის ტრანსპორტორება, ძირითადად სახმელეთო გზით ხორციელდება, რაც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა.

Share :