Search
Close this search box.

რას წარმოადგენს ბუდაპეშტის ბარათი?

რას წარმოადგენს ბუდაპეშტის ბარათი?

ბუდაპეშტის ბარათი განკუთვნილია ტურისტებისთვის, რომლებიც სტუმრობენ ბუდაპეშტს. მისი მეშვეობით შესაძლებელია სხვადასხვა ტურისტული სერვისის უფასოდ ან შემცირებული ღირებულებით მიღება. 2016 წლის მონაცემებით, არსებობს ბუდაპეშტის ბარათის სამი ტიპი:ბუდაპეშტის ბარათი

  • 24 საათიანი ბარათი, რომელიც ღირს დაახლოებით  45 ლარი;
  • 48 საათიანი ბარათი, რომელიც ღირს დაახლოებით 72 ლარი;
  • 72 საათიანი ბარათი, რომელიც ღირს დაახლოებთ 90 ლარი.

ბარათებს შორის განსხვავება, მხოლოდ მათ ვადაშია.

ბუდაპეშტის ბარათის მფლობელს შეუძლია მიიღოს შემდეგი უფასო სერვისები:

  • საჯარო ტრანსპორტის სისტემით ულიმიტო სარგებლობა, ბარათის მოქმედების ვადის ფარგლებში;
  • ერთი უფასო ვიზიტი შემდეგ მუზეუმებში: ბუდაპეშტის ისტორიის მუზეუმი, უნგრეთის ეროვნული გალერეა, უნგრეთის ეროვნული მუზეუმი, aquincum museum, kiscelli museum.;
  • ერთი ვიზიტი Szent Lukács-ის აბანოებსა და აუზზე;
  • ორი ფეხით სასიარულო ტური ინგლისურენოვანი გიდის თანხლებით, ერთ ბუდაში, მეორე პეშტში;
  • უფასო მობილური აპლიკაცია თორმეტი თემატური ტურით.

გარდა ამ უფასო სერვისებისა 100-ზე მეტი სერვისი შეიძლება იქნეს ფასდაკლებით 10-50% პროცენტის ფარგლებში.

ბუდაპეშტის ბარათის ყიდვა შესაძლებელია:

  • ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში
  • ბუდაპეშტის ფერენც ლისტის სახელობის აეროპორტში (ტერმინალი 2A და 2B)
  • ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში სუტოს ქუჩაზე, გმირთა მოედანზე და ბუდას ციხესიმაგრეში.
  • BKV_ის სალაროებში
  • MAV-ის სალაორებში
  • ტურისტულ სააგენტოებში
  • სასტუმროებში
  • ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში
  • ინტერნეტში საიტზე (www.budapest-card.com)

Share :