Search
Close this search box.

საიტის შექმნა ტურისტული ბიზნესისთვის

საიტის შექმნა ტურისტული ბიზნესისთვის

თრეველჰაბი გთავაზობთ ნებისმიერი სირთულის ტურისტული ვებ საიტის დამზადება / განვითარებას.

ჩვენ გუნდს დიდი გამოცდილება გააჩნია სხვადასხვა სირთულის ტურისტული ვებ საიტის დამზადებასა და მოდერნიზებაში.

იხილეთ ზოგიერთი ჩვენი დამზადებული საიტი:

დაგვიკავშირდით (555 97 47 17) ნებისმიერ დროს და მიიღეთ დეტალური კონსულტაცია, ტურისტული ვებ საიტის დამზადებასთან დაკავშირებით.

ვებ საიტის მნიშვნელობა ტურისტულ ბიზნესში

ციფრული სამყაროს განვითარებამ ტურისტული ბიზნესიც რადიკალურად გარდაქმნა, შეგვიძლია ითქვას, რომ თანამედროვე ტურისტული ინდუსტრია თანდათანობით სულ უფრო მეტწილად, ინტერნეტზე და ციფრულ ტექნოლოგიებზე ხდება დამოკიდებული.

აღნიშნული ტენდენცია კვლავაც გაგრძელდება მომავალში და როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, 21-ე საუკუნის მეორე ნახევარში შესაძლოა სრული რევოლუცია მოხდეს ტურისტულ ინდუსტრიაში, კერძოდ თანამედროვე ტურისტული კომპანიებისა და ტურ-ოპერატორების ნაცვლად, ტურისტული ბიზნესის წამყვანი ელემენტები, ჩატბოტები, მობილური აპლიკაციები და ახალი თაობის ვებ-საიტების გახდეს.

ტურისტული საიტის დამზადება

თუმცა მანამდე, თანამედროვე რეალობაში, ტურისტული ბიზნესის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი ინტერნეტ სივრცეში მაინც ვებ-საიტია.

სწორედ ვებ-საიტია ის სივრცე, რომელზეც განთავსებული უნდა იყოს ტურისტული კომპანიის საკონტაქტო მონაცემები, ინფორმაცია მისი გამოცდილებისა და გუნდის შესახებ, ტურები და შემოთავაზებები, საინტერესო ბლოგ-პოსტები და სხვა საჭირო ინფორმაცია.

ვებ-საიტში განსაზღვრული ინფორმაციის დანიშნულებაა დაარწმუნოს პოტენციური ტურისტები, რომ თქვენ ხართ სწორედ ის კომპანია, რომელიც მოუწყობთ იდეალურ მოგზაურობას, საუკეთესო პირობებით.

ქართულ ბაზარზე კარგი ვებ-საიტების რაოდენობა საკმაოდ მწირია, წამყვანი ქართული კომპანიები დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ ვებ საიტს, რაც გარკვეულწილად დიდი შეცდომაა, რადგან სწორედ ვებ საიტია მომხმარებელთა კომუნიკაციის მთავარი პლატფორმა.

მაგ: ბევრი კომპანია დიდ ფინანსებს ხარჯავს სხვადასხვა ინტერნეტ რეკლამაზე, თუმცა თუ შემოსულ მომხმარებელს არ დააინტერესა თქვენმა ვებ-საიტმა, რეკლამირებაში დახარჯული ინვესტიცია, შესაძლოა არაეფექტური გახდეს.

გარდა ამისა, ვებ საიტს დიდი მნიშვნელობა აქვს უცხოელ პარტნიორებთან ურთერთობაშიც.

ვებ-საიტის გვერდები და მასალა

თქვენი  ტურისტული საიტი, როგორც მინიმუმ ოთხ გვერდს საჭიროებს:

  • მთავარი გვერდი– ეს არის ის გვერდი, რომელიც თქვენი საიტის ცენტრალური ადგილია, სწორედ აქ უნდა მოხდეს ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაციის განთავსება, რათა მაქსიმალურად მოხდეს მომხმარებლის დაინტერესება და ინფორმირება თქვენი მომსახურების შესახებ.
  • ჩვენს შესახებ გვერდი– ეს არის გვერდი, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს გაგიცნოთ უფრო ახლოს: ვინ ხართ, რა გამოცდილება გაქვთ, ვინ არიან გუნდის წევრები და ა.შ.
  • ტურების გვერდი – ტურისტული კომპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი გვერდი მაინც ტურების გვერდია, სადაც განისაზღვრება თქვენი შემოთავაზებები. მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მარტივად აღსაქმელი იყოს ეს გვერდი.
  • საკონტაქტო გვერდი– ეს არის გვერდი, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს დაგიკავშირდნენ, მნიშვნელოვანია მინიმუმ სამი ტიპის საკონტაქო ინფორმაციის განსაზღვრა: ტელეფონი, ოფისის მისამართი და ელ. ფოსტის მისამართი.

ამავდროულად ვებ საიტის მიზნიდან გამომდინარე შეიძლება განისაზღვროს სხვა გვერდებიც, როგორიცაა: ბლოგის გვერდი, სიახლეების გვერდი და ა.შ.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, ვებ-გვერდებზე არსებული კონტენტი იყოს გამართული ენობრივად და გრამატიკულად.

ტურისტული ვებსაიტის დიზაინი

ეფექტური ვებ-დიზაინი თქვენი ვებ საიტის უმნიშვნელოვანესი ელემენტია, სწორედ ვებ დიზაინზეა დამოკიდებული, ვებ საიტის წარმატებული ფუნქციონირება, მათ შორის მომხმარებელთა მოზიდვა და კლიენტებად ქცევა. ამავდროულად მნიშვნელოვანია თქვენი საიტის დიზაინი იყოს მოქნილი “Responsive”.

რა არის მოქნილი დიზაინი?

მოქნილი დიზაინი ერგება ნებისმიერი ზომის ეკრანს, რომლითაც ვებ საიტზე შემოდის მომხმარებელი. მნიშვნელობა არ აქვს მომხმარებელი ვებ საიტზე შემოდის კომპიუტერით, პლანშეტითა თუ მობილურით. ამდენად, მოქნილი დიზაინი საშუალებას იძლევა ვებ საიტი უფრო ეფექტური და მარტივად გამოყენებადი გახდეს, ნებისმიერი ტიპის მოწყობილობიდან მასზე შესვლის შემთხვევაში. ნებისმიერი ჩვენ მიერ დამზადებული ვებსაიტი მოქნილი დიზაინის მქონეა.

ვებ საიტის დამზადების პროცედურა? 

  • პირველად კონსულტაცია – თქვენი ხედვებისა და მიზნების მიხედვით, ვებ-საიტის სხვადასხვა ელემენტის განხილვა. ჩვენი მხრიდან შესაბამისი შემოთავაზების წარმოდგენა.
  • ვებსაიტის ფუნქციონალსა და დიზაინზე შეთანხმება ხელშეკრულების გაფორმება;
  • ვებ საიტის დამზადება – ხელშეკრულებაში განსაზღვრული პირობების შესაბამისად ვებ-საიტის შექმნა და მისი ატვირთვა სერვერზე.
  • სამუშაოს დასრულება – სამუშაოს ჩაბარება და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება.

 ვებ საიტის დამზადების ვადები:

სტანდარტული ტურისტული ვებ-საიტის დამზადების დროა 12-18 სამუშაო დღე.

პრემიუმ ტურისტული ვებ-საიტის დამზადების დროა 16-25 სამუშაო დღე.

ექსკლუზიური ვებ-საიტის დამზადების დრო განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.

 

Share :