Search
Close this search box.

ტოსკანა – იტალიის მშვენება

ტოსკანა- იტალიის მშვენება

ტოსკანა იტალიის ულამაზესი, კულტურული ცენტრის წოდების მქონე რეგიონია. მისი მოსახლეობა 3.8 მილიონი ადამიანია, ხოლო ფართობი საქართველოს ფართობზე 3-ჯერ ნაკლებია.

ტოსკანას დედაქალაქი, არც მეტი არც ნაკლები, ფლორენციაა, რომელიც იტალიური რენესანსის ცენტს წარმოადგენს და ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ქალაქია, იგი ფაქტობრივად ცოცხალი მუზეუმია, რომელიც სავსეა კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობით, მას რენესანსის ურბანიზაციულ სასწაულსაც კი უწოდებენ.

ტოსკანა არა მხოლოდ თავისი ურბანული ნაწილით გამოირჩევა, არამედ  ევროპაში გამორჩეული სილამაზის მქონე პეიზაჟებით არის ცნობილი. ამავდროულად, ბევრმა არ იცის, რომ ტოსკანაში მზადდება უგემრიელესი ღვინო, როგორიცაა ChiantiVino Nobile di MontepulcianoMorellino di Scansano და Brunello di Montalcino.

ტოსკანაში ბევრი კულტურული მემკვიდრეობის კერაა: ფლორენციის, სიენას, სან-ჯიმინიანოსა და პიენზას ისტორიული ცენტრები, პიზა, მედიჩების ვილა და ბაღები და ა.შ.

ტოსკანა იტალიის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია ტურისტებისთვის. მას წლიურად მილიონობით ადამიანი სტუმრობს. ვინაიდან ტოსკანში უამრავი რამ არის სანახავი, ისმის შეკითხვა, სად ჯობია ბაზირება ტოსკანაში მოგზაურობის დროს?

უპირველესყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ შეკითხვაზე პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის მოგზაური ხართ, ზოგიერთ მოგზაურს მოსწონს მუზეუმების თვალიერება, ზოგიერთს ურჩევნია ბუნებაში გასვლა, არიან მოგზაურები, რომლებიც უპირატესობას არქიტექტურული შედევრების თვალიერებას ანიჭებენ და ა.შ.

ფლორენცია და სიენა

ტოსკანას ორი ულამაზესი ქალაქი, ბევრს გაუჭირდება თქვას, თუ რომელია უფრო საინტერესო სანახავად. ფლორენცია რენესანსური ეპოქის ხელოვნების, მუზეუმების, გამოფენების, სხვადასხვა წვეულებბეის, უგემრიელესი პიცის, ლამაზი ადგილებისა და მაღაზიების ქალაქია.

ფლორენციაში ბაზირება კარგია იმ შემთხვევაში, თუ გსურთ მუზეუმების, ხელოვნების ნიმუშების, არქიტექტურული შედევრების მონახულება, ასევე ერთი საჯარო ტრანსპორტის მეშვეობით მთლიანად ტოსკანას შემოვლა.

სიენა ბევრად განსხვავებული ქალაქია, იგი დგას მაღლობზე, ცნობილია ლამაზი ხედებით, სიენაში ბაზირება იმ შემთხვევაშია ეფექტური, თუ გეყოლებათ ავტომობილი, რომლის მეშვეობითაც მოივლით გარშემო არსებულ ადგილებს. სიენაში ბაზირება იდეალური ადამიანთა ისეთი კატეგორიისთვის, რომელთაც არ უყვართ ხალხმრავალი, ხმაურიანი დასვენება, მათთვის მუზეუმებსა და არქიტექტურაზე უფრო მნიშვნელოვანი მშვიდი წყნარი გარემოა, ლამაზი ხედებით.

კიანტი

კიანტის რეგიონი არის ცნობილი თავისი ღვინით, კარგი საბაზისო ადგილია პოპულარული ტურისტული ადგილების მოსანახულებლად. იდეალურია მოკლე ტრიპებისთვის.

კიანტის მდებარეობს სიენასა და ფლორენციას შორის შესაბამისად ძალიან მოსახერხებელი ადგილია ორივე ამ ქალაქის და გარეშემო ადგილების მოსასანახულებლად. უფრო წყნარი და მშვიდი ადგილია, ვენახებით და ზეთისხილის ხეებით.

 

სან ჯიმინიანო

მაღლობზე განლაგებული პატარა ქალაქი, შუა საუკუნეების კოშკები ირგვლივ, ულამაზესი ადგილი ტოსკანაში ბაზირებისთვის.

სტრატეგიულად არის განლაგებული სიენა და ფლორენციას შორის, მისი მშვიდი და ლამაზი გარემო მატებს მომხიბვლელობას იყოს ტურისტების ბაზირების ადგილი ტოსკანაში.

კორტონა

მომხიბვლელი ტოსკანური სოფელი, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა ფრანცეს მეიესის ნოველის „ტოსკანის მზის ქვეშ“-ის ეკრანიზაციის შემდგომ.

კორტონა ტოსკანას სამხრეთით მდებარეობს, იგი შესაძლოა გამოყენებული იყოს, როგორც სტრატეგიული ბაზისი, როგორც ტოსკანაში მოგზაურობისთვის, ასევე მოსაზღვრე უმბრიის რეგიონის მოსანახულებლად.

Share :