მზეთამზე – განსაკუთრებული სოფელი ბორჯომის ხეობაში

მზეთამზე - განსაკუთრებული სოფელი ბორჯომში!

მზეთამზემზეთამზე – სახელიდანაც მარტივი მისახვედრია, რომ რაღაც განსაკუთრებულ სოფელთან გვაქვს საქმე.

ეს არის სოფელი ბორჯომის ხეობაში, წაღვერის თემში, ზღვის დონიდან 1250 მეტრის სიმაღლეზე.

სოფელში პირველი ვიზიტი არავის დატოვებს ემოციების გარეშე, ერთდროულად გეუფლება რაღაცნაირი სიმყუდროვის, ტოტალური განათებულობისა და სიმშვიდის შეგრძნება.

სოფელი უძველესი პერიოდიდან არის დასახლებული, აქ ნაპოვნია მზის ქურუმების ნეშთები და სხვადასხვა ნაკეთობები, კერპთაყვანისმცემლობის ეპოქიდან.

ბევრი უნახავს მზეთამზეს და ბევრიც იცის, თითქოს ცდილობს რაღაცა გიამბოს, მაგრამ დუმილს ვერ არღვევს და იბოჭება. იგრძნობა კიდეც ეს დუმილით შექმნილი უხერხულობა სოფლის ირგვლივ არსებული სივრცეებისა და პანორამული ხედების პირისპირ.

ხართ ნამყოფი მზეთამზეში? რაღას უცდით ეწვიეთ და გაანდეთ თქვენი შთაბეჭდილებები თქვენს ახლობლებს და ოჯახის წევრებს!

Share :