Search
Close this search box.

ვონდელპარკი – ამსტერდამი

ვონდელპარკი ამსტერდამი

ვონდელპარკი არის ამსტერდამის ყველაზე დიდი და ჰონალდიაში ყველაზე ცნობილი პარკი. მას წლიურად 10 მილიონამდე ადამიანი სტუმრობს.

რიგით ამსტერდამელებს და ტურისტებს უყვართ ვონდელპარკში სეირნობა, ვარჯიში, მუსიკის მოსმენა ან უბრალოდ მინდორზე კოტრიალი.

ზაფხულის ფუნქციონირებს ვონდელპარკის ღია ცის ქვეშ არსებული საზაფხულო თეატრი. აქვე შეხვდებით რესტორნებს, კაფეებს, საოცარ ფლორას და ფაუნას. აღსანიშნავია, რომ ვონდელპარკს მინიჭებული აქვს ეროვნული საგანძურის სტატუსი.

ვონდელპარკის ისტორია

1864 წელს ამსტერდამის გამოჩენილმა მოქალაქეებმა გადაწყვიტეს ჩამოეყალიბებინათ კომიტეტი, რომლის საქმიანობის მიზანი იქნებოდა საჯარო პარკის გაშენება. მათ შეაგროვეს ფული 8 ჰექტარი მიწის შესაძენად და გააშენეს პარკი ბრიტანულ სტილში, რომლის არქიტექტურო გახლდათ ცნობილი არქიტექტორი ჟან დევიდ ზოჰერი.

 

პარკი გაიხსნა 1865 წელს, ხოლო 1867 წელს მას ეწოდა ჰოლანდიელი პოეტის- ვან დელ ვონდელის სახელი. სწორედ ამ წელს დაიდგა მისი მონუმენტი პარკში.

1877 წლამდე, კომიტეტის მიერ შეგროვებული ფულადი სახსრების საშუალებით პარკმა მიაღწია დღეს არსებულ ფართობს- 45 ჰექტრას.

 

ვონდელპარკის ბუნება

პარკი გაშენებულია ჭაობიან ტერიტორიაზე, ყოველ 30 წელიწადში ხდება პარკის განახლება, რათა იგი არ დაფაროს წყალმა, ეს საშიშროება განსაკუთრებით ჩანს მძიმე წვიმიანობის დროს, როდესაც იტბორება პარკი.

ვონდელის პარკი უკვე თითქმის 150 წელია, რაც ფუნქციონირებს, მასში ბევრი 100 წლიანი ხეა, მათ შორის ჰოლანდიური წითელი ჭადარი, არყის ხეები, ასევე კარგად მოვლილი ბუჩქები და მწვანე მინდვრები.

განსაკუთრებულ აღნინიშვნას იმსახურებს ვონდელპარკის სიამაყე ულამაზესი ვარდების ბაღი, სადაც ხარობს 70-მდე ჯიშის ვარდი. ვონდერპარკში ასევე ბუდობს ბევრი სხვადასხვა ზომის და ჯიშის ფრინველი, მათ შორის გარეული იხვები და ყანჩები.

ვონდელპარკი არის ამსტერდამის სიამაყე, განტვირთვის საუკეთესო ადგილი, ქალაქის შუაგულში, არ დაგავიწყდეთ მისი სტუმრობა, როდესაც მოხვდებით ამსტერდამში.

 

Share :