travelhub logotravelhub logotravelhub logotravelhub logo
  • გადაზიდვები
  • მოგზაურობა
  • მომსახურება
  • ბლოგი
  • დაგვიკავშირდით
ციფრული მარკეტინგი – კორპორატიული შემოთავაზება
March 6, 2017
Rent Flats in Tbilisi, Georgia – Apartment Rental – studio – family
September 6, 2019

მოგზაურობა მადრიდში

მადრიდი ულამაზესი ქალაქია, მრავალი საინტერესო ღირშესანიშაობით.

წინამდებარე სტატიაში გვსურს ვისაუბროთ მადრიდის იმ ღირშესანიშნაობებზე, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ, როდესაც სტუმრობთ ესპანეთის დედაქალაქს.

მოგზაურობა მადრიდში

ესტუმრეთ სამეფო სასახლეს

მართალია, ეს სასახლე მოქმედი სამეფო ოჯახის რეზიდენციაა, თუმცა ისინი ფაქტობრივად აღარ ცხოვრობენ მასში, შესაბამისად იგი გამოიყენება მხოლოდ გარკვეული სახელმწიფო ღონისძიებების ჩატარებისას.

განსაკუთრებით საინტერესო სანახავია სასახლეში არსებული შუასაუკუნეების საბრძოლო ჯავშააღჭურვილობის კოლექცია.

მადრიდის კათედრალი

სასახლის გადაღმა, მადრიდის კათედრალია განლაგებული, რომლის მშენებლობა მე-20 საუკუნეში იქნა დასრულებული. სწორედ აქ ხდება ოფიციალური სახელმწიფო ცერემონიალების ჩატარება.

მართალია, კათედრალი დიდი სილამაზით არ გამოირჩევა, თუმცა მას სხვა ღირსება აქვს, კერძოდ მისი სახურავიდან იშლება მადრიდის ულამაზესი ხედები.

პლაზა მაიორი

ტურისტების საყვარელი ადგილი, რომელიც ერთ დროს მასპინძლობდა სხვადასხვა ტიპის შეჯიბრებას, გარე ბაზრობებს, სიკვდილით დასჯის ცერემონიებისაც კი.

დღევანდელ დღეს მასში განლაგებულია მაღაზიები, კაფეები და რესტორნები.

თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი ტურისტი დადის ამ ადგილზე, ფასები არადეკვატურად ძვირია, ამიტომ არ გირჩევთ რაიმეს ყიდვას ამ ტერიტორიაზე.

მერკადო დე სან მიგელ

პლაზა მეიორთან ახლოს, შიდა ბაზარია მოწყობილი, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ უგემრიელესი საჭმელი, საკმაოდ იაფად ( 10 ევროდ დანაყრდებით რიგიანად).

საღამოობით უფრო მეტი ხალხია, რადგან სამსახურის შემდგომ ხალხი აქტიურად სტუმრობს მას პროდუქტების შესაძენად.

მუზეუმი პრადო

პრადო ითვლება ერთ-ერთი საუკეთესო მუზეუმად პლანეტაზე. მასში მოცულია ისეთი ავტორების ნამუშევრები, როგორიცაა გოია, ველასკესი, რუბენსი, ბოტიჩელი, ტიციანი და სხვა.

თქვენ შეგიძლიათ უფასოდ შეხვიდეთ ამ მუზეუმში სამშაბათსა და ოთხშაბათს 18-დან 20-მდე., ან კვირა დღეს 17-დან 20-მდე.

სამეფო ბოტანიკური ბაღი

ეს ულამაზესი ბოტანიკური ბაღი შენდებოდა 1797 წლიდან 1839 წლამდე პერიოდში. მასში განთავსებულია პატარა ტბები, ლაბირინთები, სკვერები, ფანტანები და უამრავი სხვადასხვა ჯიშის ყვავილი.

სამეფო ბოტანიკური ბაღი საუკეთესო ადგილია ბუნების და სიწყნარის მოყვარული ხალხისთვის.

იგი ძალიან ახლოს არის პრადოს მუზეუმთან, შეგიძლიათ სწორედ მუზეუმში ვიზიტის შემდგომ ესტუმროთ მას.

ელ რეტირო პარკი

მადრიდის მთავარი პარკი, ძალიან კარგი ადგილი რელაქსაციისთვის. მასში განლაგებულია დიდი ტბა, სადაც შეგიძლიათ ნავით გასეირნება, ამავდროულად პარკში ბევრი გამწვანებაა, მინდვრები, სადაც შეგიძლიათ წამოწვეთ და დაისვენოთ.

share

related posts

March 23, 2022

ტვირთის გადაზიდვა იტალიიდან


Read more
გერმანიიდან გადაზიდვები
March 23, 2022

ტვირთის გადაზიდვა გერმანიიდან


Read more
გადაზიდვა პოლონეთიდან
March 23, 2022

ტვირთის გადაზიდვა პოლონეთიდან


Read more

სხვა სიახლეები

  • 0
    მოგზაურობა მადრიდში
    March 8, 2017
  • 0
    მოგზაურობა ჩინეთში
    March 3, 2017
  • 0
    მოგზაურობა გოაში
    March 3, 2017
  • 0
    მოგზაურობა ბანკოკში
    March 1, 2017
  • 0
    მოგზაურობა კაბადოკიაში
    February 28, 2017
  • 0
    ადგილები,რომლებიც ფილმების მოყვარულებმა უნდა მოინახულონ!
    February 19, 2017
  • 0
    მოგზაურობა ბერლინში
    February 11, 2017
  • 0
    სტამბოლის ევროპული ნაწილი
    February 10, 2017
Powered by BLH
      gigalataria@yahoo.co.uk