travelhub logotravelhub logotravelhub logotravelhub logo
  • გადაზიდვები
  • მოგზაურობა
  • მომსახურება
  • ბლოგი
  • დაგვიკავშირდით
მოგზაურობა სტამბოლში
February 4, 2017
საიტის შექმნა ტურისტული ბიზნესისთვის
February 10, 2017

მსოფლიოს 5 საუკეთესო მუსიკალური ფესტივალი!

20-ე საუკუნის 80-იანი წლებიდან მუსიკალური ფესტივალები თანამედროვე ახალგაზრდების წრეებში სულ უფრო პოპულარული ხდება.

წლების განმავლობაში იცვლებოდა, იხვეწებოდა ფესტივალების თემატიკა. დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ისინი ტურისტული ბიზნესის ყველაზე მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენენ!

ამ პერიოდში ათასობით ადამიანი რამდენიმე დღე წყდება ყოველდღიურ ცხოვრებას და ერთ საოცარ,თავგადასავლებითა და მუსიკის ჰანგებით სავსე სამყაროში იკრიბება!

ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი „მონტერეის პოპ“ ფესტივალი იყო, რომელმაც საფუძველი დაუდო შემდგომში ისეთი დონის ფესტივალის ორგანიზებას, როგორიც ვუდსტოკია.

დღეს ამგვარი ღონისძიებები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში იმართება, თუმცა არსებობს რამდენიმე ძალიან პოპულარული, გამორჩეული ფესტივალი, რომელზე მოხვედრაც ყველას ოცნებაა!

1.კოაჩელა/ Coachella

მდებარეობა: ა.შ.შ, კალიფორნია

ალბათ არავის გაგიკვირდებათ რომ სიის სათავეში კოაჩელაა!

მისი ჰედლაინერები მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მომღერლები და ბენდები არიან. 2017 წელს კოაჩელა 14-16 აპრილიდან, 21-23 აპრილამდე გაიმართება.

კალიფორნიაში ამ დროს თავს იყრის ყველაზე მოდურად და გემოვნებიანად შემოსილი ჰიპები! მათთვის ვინც ჯერ არ იცის, წლევანდელი კოაჩელას ჰედლაინერები რედიოჰედი და ბიონსე იქნებიან!

2.თუმოროულენდი/ Tomorrowland

მდებარეობა: ბუმი,ბელგია

თუმოროულენდი მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ელექტრონული მუსიკის ფესტივალია. ამ დროს ერთ სივრცეში თავს იყრის მსოფლიოს ყველა ცნობილი DJ.

მუსიკის გარდა თუმოროულენდზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფესტივალის ვიზუალურ მხარესაც. გადაჭარბებული არ იქნება,თუ ვიტყვით რომ თუმოროულენდზე აღმართული სცენები ხელოვნების ნამდვილ ნიმუშებს წარმოადგენს!

3.ექსითი/Exit

მდებარეობა: ნოვი-სად, სერბეთი

ექსითი მსოფლიოს კიდევ ერთი გამორჩეული ფესტივალია. ის მუსიკალური ჟანრების მრავალფეროვნებითა და არტისტების სიუხვითაც გამოირჩევა.

ფესტივალზე შესაძლებლობა გაქვთ როკ მუსიკასთან ერთად, ჰიპ-ჰოპის, ელექტრონული მუსიკის, პანკის, მეტალის, ინდ-პოპისა და სხვა მუსიკალური ჟანრების წარმომადგენლებს მოუსმინოთ!

4.გლასტომბური/ Glastonbury

მდებარეობა: სომერსეტი, ინგლისი

გლასტონბურის მუსიკალური ფესტივალი ინგლისში 1970 წელს გაიმართა. მიიჩნევა, რომ ეს იყო ინგლისის პასუხი ვუდსტოკის დაუჯერებლად პოპულარული ფესტივალის მიმართ.

გლასტონბურის ლაინაფი ყოველთვის ინდუსტრიის წამყვანი მომღერლებით კომპლექტება და მსმენელიც მუდამ აღფრთოვანებული რჩება ფესტივალის ვიზუალური მხარითა და ორგანიზებული ლოჯისტიკით.

5.ფუჯი როკი/Fuji Rock

მდებარეობა:იუზავა,იაპონია

ფუჯი როკის მუსიკალური ფესტივალი აზიასა და მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და სანახაობრივი მუსიკალური ფესტივალია.

ღონისძიება აერთიანებს როკისა და ელექტრონული მუსიკის წარმომადგენლებს. ფესტივალი მასპინძლობს ისეთ ბენდებსა და მომღერლებს, როგორიცაა Red Hot Chili Peppers, James Blake, Sigur Ros, Beck-ი და სხვა.

როგორც ვხედავთ, მუსიკალური ფესტივალები თანამედროვე ტურიზმს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. მათ მიმართ ინტერესი დღითი დღე იზრდება და სავარაუდოა, რომ მომავალში კიდევ უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.

share

related posts

March 23, 2022

ტვირთის გადაზიდვა იტალიიდან


Read more
გერმანიიდან გადაზიდვები
March 23, 2022

ტვირთის გადაზიდვა გერმანიიდან


Read more
გადაზიდვა პოლონეთიდან
March 23, 2022

ტვირთის გადაზიდვა პოლონეთიდან


Read more

სხვა სიახლეები

  • 0
    მოგზაურობა მადრიდში
    March 8, 2017
  • 0
    მოგზაურობა ჩინეთში
    March 3, 2017
  • 0
    მოგზაურობა გოაში
    March 3, 2017
  • 0
    მოგზაურობა ბანკოკში
    March 1, 2017
  • 0
    მოგზაურობა კაბადოკიაში
    February 28, 2017
  • 0
    ადგილები,რომლებიც ფილმების მოყვარულებმა უნდა მოინახულონ!
    February 19, 2017
  • 0
    მოგზაურობა ბერლინში
    February 11, 2017
  • 0
    სტამბოლის ევროპული ნაწილი
    February 10, 2017
Powered by BLH
      gigalataria@yahoo.co.uk