ყველაზე ცნობილი coffeeshop-ები ამსტერდამში

ყველაზე ცნობილი coffeshop-ები ამსტერდამში 

ამსტერდამი მრავალმხირივ საინტერესო ქალაქია. ის მდიდარი ისტორიით , ულამაზესი და ბევრი მუზეუმით იზიდავს ათასობით ტურისტს. გარდა ზემოთხსენებული მიზეზებისა, არსებობს სხვა მიზეზი, რის გამოც სტუმრობენ ამსტერდამს, ეს არის მარიხუანას „კოფიშოპები“.

მარიხუანას კოფიშოპები  ამსტერდამში:

სიტყვა “coffeshop” ამსტერდამში შესაძლოა, ცოტა დამაბნველი იყოს, რადგან მათი სტუმრობის მთავარი მიზანი, სულაც არ არის, ერთი ფინჯანი ყავის დალევა.

კაფეების გახსნის იდეა 70-იან წლებში ჩაისახა, როდისაც გაიმიჯნა მსუბუქი და მძიმე ნარკტოკიკური საშუალებების ცნება. კოფიშოპებში ლეგალურია მარიხუანასა და ჰაშიშის გარკვეული რაოდენობით ყიდვა და მოხმარება. ნიდერლანდებსი 600 ზე მეტი ასეთი დაწესებულებაა, აქედან 220 ამსტერდამშია.

ჰაშიშისა და მარიხუანას სამართლებლივი სტატუსი ნიდერლანდებში 

ჰოლანდიური პოლიტიკა  უნიკალურია მთელ მსოფლიოში. თითქმის ყველგან  ჰაშიშითა და მარიხუანით ვაჭრობა, შენახვა და მოხმარება აკრძალულია კანონით. თუმცა ნიდერლანდებში, ამ საქონლის გაყიდვა დაშვებულია ბევრ მაღაზიაში.

ამის მიზეზი ჰოლანდიური ტოლერანტური პოლიტიკა, რაც ნიშნავს რომ მთავრობის არ მიიჩნევს, მარიხუანას მომხმარებლების სამართლის წესით დევნას მართებულად.

ტოლერანტული პოლიტიკა ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი ფაქტორია ნიდერლანდებში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების. 4-დან ერთი ტურისტი ამსტერდამში ჩადის, იმიტომ რომ კოფიშოპებს ესტუმროს.

პრაქტიკაში ეს ნიშნავს რომ, ყველას შეუძლია იყიდოს და გამოიყენოს გარკვეული რაოდენობის ჰაშიში და მარიხუანა რისკის გარეშე. თუმცა, დიდი რაოდენობით მარიხუანას მოყვანა და გაყიდვა ისჯება კანონით.

ყველაზე ცნობილი “coffeeshop”-ები ამსტერდამში :

მიუხედავად იმისა რომ, ჰოლანდიის კანონმდებლობის მიხედვით, ასეთ კოფიშოპებს არ აქვთ რეკლამის გაკეთების უფლება. არსებობს რამდენიმე მახასიათებელი, როგორიცაა დროშები (მწვანე, ყვითელი, წითელი), პალმის ხეები და ნეონის ნატურები, რაც ამარტივებს მათ ამოცნობას.

The Grasshopper

ერთი „ჯოინთი“ ღირს 20 ევრო, ბრაუნი 7.50 .

მისამართი : Oudebrugsteeg 16

Dampkring

ცნობილია თავისი საოცარი გარემოთი , ეს კაფე Haarlemmerstraat-ის ქუჩაზე ბევრ ბედნიერ ადამიანს იზიდავს. მათ აქვთ ფართო არჩევანი, კომფორტული და ზღაპრული გარემო. ეს ადგილი იდეალურია მათთვის , ვისაც იზიდავს კლასიკური გარემო.

მისამართი: Haarlemmerstraat 44, Handboogstraat 29

Barney’s

კიდევ ერთი ცნობილი კაფე Haarlemmerstraat-ის ქუჩაზე არის Barney’s რესტორანი სადაც შესაძლებელია მოწიო თან მიირთვა საჭმელი და დალიო ღვინო, ან ლუდი.

მისამართი: Haarlemmerstraat 105

Hash Marijuana & Hemp Museum

ამსეტრდამში მდებარეობს სხვადასხვა თემატიკის მქონე უამრავი მუზეუმი, მათ შორის არის, ჰაშიშისა და მარიხუანას მუზეუმი!

ჰაშიშისა და კანაფის მუზეუმი გთავაზობთ ინფორმაციას ძველი დროიდან მოყოლებული დღემდე არსებული კანაფის  გამოყენების წესების შესახებ. მუზეუმში შეგიძლიათ გაიგოთ, როგორ გამოიყენებოდა კანაფი საუკუნეების განმავლობაში, როგორც საკვების მნიშვნელოვან ინგრედიენტად, მკურნალობისთვის და რათქმაუნდა, შთაგონებისთვის.

მისამართი: Oudezijds Achterburgwal 148
hashmuseum.com

შენიშვნა!

ბოლო რჩევა ამსტერდამში წამსვლელთათვის: ჰაშიშსა და მარიხუანას ნიდერლანდების კოფიშოფებში მარტივად იშოვით, მაგრამ შესაძლოა გაგირთულდეთ მათი მოხმარება.

თუ დარწმუნებული არ ხართ თქვენთვის ოპტიმალურ დოზაში, ჰკითხეთ მომსახურე პერსონალს რჩევა. ისინი სიამოვნებით გაგიწევენ რეკომენდაციას, თუ რომელი ნარკოტიკია თქვენთვის ყველაზე სასურველი და რა დოზით.

Share :