Search
Close this search box.

აღმოაჩინე იტალიის ულამაზესი ადგილები

გარდას ტბა, ჩრდილოეთ იტალია

გარდა ტბა, იტალიაში ყველაზე დიდი ტბაა, იგი პოპულარული დასასვენებელი ადგილია, ლანდშაპტი ჩამოყალიბდა ბოლო გამყინვარების პერიოდში.

 

 

რომის კოლიზეუმი

რომის კოლიზეუმი, ასევე ცნობილია, როგორც იმპერატორი ფლავიანის ამპითეატრი, რომელიც აშენდა ჩვენი წელთაღრიცხვით I საუკუნეში. იგი ოვალური ფორმისაა, მდებარეობს იტალიის დედაქალაქის- რომის ცენტრში.

რომის კოლიზეუმი ყველაზე დიდი ამფითეატრია, რაც დღემდე აშენებულა მსოფლიოში, იგი იტევდა 50 ათასიდან 80 ათასამდე მაყურებელს. მასში ტარდებოდა გლადიატორთა ბრძოლები, საჯარო სპექტაკლები, კონცერტები და ა.შ.

 

ბაზილიკა დე სანტა მარია, ფლორენცია, ტოსკანას რეგიორი, იტალია.

სანტა მარიას ბაზილიკა, ღვთისმშობლის სათაყვანისცემლოდ აგებული ყველაზე დიდი კათოლიკური ეკლესიაა იტალიაში.

 

გრანდ კანალი, ვენეცია, იტალია

ათასობით ტურისტი, სხვადასხვა წყლის ტრანსპორტით, ყოველდღიურად სტუმრობს ვენეციის ყველაზე ცნობილ და ლამაზ არხს, რომლის გაყოლებაზე განლაგებულია 170-ზე მეტი უძველესი შენობა, მათგან უმეტესობა მე-13-18 საუკუნეებიდან ამშვენებს ამ დიდებულ არხს, ისინი გამოხატავენ უძველესი ვენეციის სახელმწიფოს დიდებას, სიმდიდრეს და კულტურას.

პიაცა დეი მირაკოლი, პიზა, იტალია

პიაცა დელ მირაკოლი, ასევე ცნობილი, როგორც პიაცა დელ დუომო, იკავებს 8.87 ჰექტარის ფართობს, იგი მდებარეობს პიზაში, იტალიის ერთ-ერთ ულამაზეს – ტოსკანას რეგიონში, წარმოადგენს შუასაუკუნეების ეროპული ხელოვნების უმნიშვნელოვანეს ხელოვნებისა და არქიტექტურის ცენტრს.

 

ჩინქუე ტერე

საუკუნეების მანძილზე ადამიანები ფრთხილად აშენებდნენ ტერასებს, ციცაბო, კლდოვან ლანშაფტზე, რომელიც გადაჰყურებს ზღვას. ბილიკები, მატარებელი და ნავები აკავშირებენ სოფლებს, მანქანებისთვის მიუწვდომელია ეს ტერიტორიები. ჩინქუე ტერე არის ძალიან პოპულარული ტურისტული მიმართულების ადგილი, განსაკუთრებით იმ ტურისტებისთვის, რომლებსაც უყვართ წყნარი დასვენება, ლამაზი ხედებითა და ბუნებით.

 

კომოს ტბა

კობოს ტბა მდებარეობს ჩრდილოეთ იტალიაში, ლომბარდის რეგიონში. კომოს ტბა ყოველთვის იზიდავდა არისტოკრატებს და მდიდარ ადამიანებს რომის იმპერიის პერიოდიდან მოყოლებული.

ასევე იყო პოპულარული ტურისტებს შორის. მის გარეშემო მდებარეობს უამრავი ვილა და სასახლე, როგორიცაა Villa OlmoVilla Serbelloni,  Villa Carlotta. ბევრი ცნობილი ადამიანი ფლობს ან ფლობდა ვილას კომოს ტბის ნაპირებთან, მაგ: ჯონ კერი, მადონა, ჯორჯ კლუნი, რონალდინიო, სილვესტერ სტალონე, რიჩარდ ბრენსონი, ბენ სპაისი და სხვანი.

 

 

Share :