Search
Close this search box.

5 გასაოცრად უცნაური ადგილი მსოფლიოში

5 გასაოცრად უცნაური ადგილი მსოფლიოში

1.წერტილოვანი ტბა, ბრიტანული კოლუმბია, კანადა

ძალიან დიდი ხნის მანძილზე წერტილოვან ტბას თაყვანს სცემდნენ ოკანაგანში მცხოვრები ადგილობრივები. საკმაოდ ადვილი შესამჩნევია თუ რატომ ეშინოდათ მისი.

ზაფხულობით ტბიდან წყალი ორთქლდება და მხოლოდ მცირე ზომის მინერაურ აუზებს ტოვებს. თიოეულ მათგანს კი ერთმანეთისგან განსხვავებული ფერი აქვს.

ამ უნიკალური წერტილოვანი ტბის ნახვა შეგიძლიათ კანადაში.

 

2.წითელი სანაპირო, პენჯინი, ჩინეთი

საოცრად საინტერესო და  უცნაური ადგილი ! ეს სანაპირო დაფარულია ზღვის წყალმცენარით სახელად სუედა – რომელიც ჩნდება შემოდგომობით და არის კაშკაშა წითელი.

დამთვალიერებელთათვის ძალიან პატარა ადგილია გამოყოფოლი, ხის მოაჯირიანი საფეხმავლო გზით, თუმცა ეს გზა ნამდვილად საკმარისია იმისთვის, რომ მისი საოცრებით დავტკბეთ.

3. კატაკომბა, პარიზი, საფრანგეთი.

ღრმად ჩამარხული პარიზის კატაკომბები არის ძველი გვირაბების ქსელი ქალაქის ქვეშ. იგი ასევე საბოლოო განსასვენებელი ადგილია 6 მილიონი პარიზელისთვის, რომელთა უმეტესობის ვინაობაც უცნობია.

თავის ქალები და ძვლები გადმოტანილია გადავსებული სასაფლაოდან მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეებში.

იმ დროს არავინ ფიქრობდა რომ ერთ დღესაც ეს ადგილი ტურისტებისთვის საინტერესო და მიმზიდველი გახდებოდა.

4.მფრინავი გეიზერი, ნევადა, ა.შ.შ.

ეს არაამქვეყნიური შესახედაობის გეიზერი მდებარეობს შავი ქანების უდაბნოს ტერიტორიაზე ნევადაში. იგი სრულიად შემთხვევით შეიქმნა, 1964 წელს, მას შემდეგ რაც ენერგოკომპანიამ გაბურღა გეოთერმული წყლები.

დღეისათვის მისი სიმაღლე 1,5 მეტრს აღწევს და ყოველ წელს უფრო და უფრო იმატებს სიმაღლეში. მფრინავი გეიზერის ფერებია წითელი და მწვანე, გარშემორტყმული თერმოფილური წყალმცენარეებით.

5.კატების კუნძული, იაპონია.

დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად, ძალიან მცირე საბორნე გზის გავლა მოგიწევთ იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროს მიმართულებით.

ტაშიროჯიმას მოსახლეობის რაოდენობა 100 ადამიანს შეადგანს, მაგრამ მათი ფუმფულა მეგობრების რაოდენობა ბევრად აღემატება მოსახლეობის რიცხვს.

ყველაფერი კი ასე დაიწყო:  კუნძულზე მზადდებოდა აბრეშუმი, მაგრამ აბრეშუმის ჭიების უმრავლესობას თაგვები ჭამდნენ, ამიტომ გადაწყვიტეს კატების შემოყვანა. ადგილობრივი მეთევზეები კატების მომრავლებას წარმატების სიმბოლოდ თვლიან და მიიჩნევენ, რომ კუნძულს თან დასდევს კატის სიწმინდე.

გარდა ამისა კუნძულზე არის ახლად აშენებული კატის ფორმის კაბინები, სადაც ტურისტებს შეუძლიათ დარჩენა. დარწმუნებული ვარ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყით, რომ კატების კუნძულზე ძაღლების არსებობა დაუშვებელია.

 

Share :