ციფრული მარკეტინგი
Travelhub-ი გთავაზობთ ციფრული მარკეტინგის პაკეტებს.
ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს ციფრული მარკეტინგის სფეროში, ვემსახურებით უცხოელ და ქართველ კლიენტებს სხვადასხვა ბიზნეს სფეროდან: როგორიცაა ავიაცია, მშენებლობა, ტურიზმი, განათლება, IT.
დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს და მიიღეთ დეტალური კონსულტაცია, ჩვენი მომსახურების თაობაზე.
რატომ ციფრული მარკეტინგი?
ციფრული მარკეტინგი არის თანამედროვე მარკეტინგული საქმიანობის ფორმა, რომელიც ეფუძნება ინოვაციურ ციფრულ ტექნოლოგიებს.
იგი შედგება სხვადასხვა ელემენტებისგან, როგორიცაა: სოციალური მედია მარკეტინგი, კონტენტ მარკეტინგი, ზეგავლენის მარკეტინგი, Email მარკეტინგი და სხვა.
ამდენად, ციფრული მარკეტინგი წარმოადგენს ბოლო სიტყვას მარკეტინგის განვითარების ეტაპზე, რომელიც მოიცავს თანამედროვე ტექნოლოგიური მიდგომებისა და ძველი მარკეტინგული პრინციპების ერთობლიობას.
მისი მთავარი მიზანია: კლიენტების მოზიდვა, ბიზნესის ცნობადობის გაზრდა, ბრენდირება, გაყიდვების ზრდა, მეტი მოგების მიღება და სხვა.
საქართველოში ყველაზე პოპულარულია ციფრული მარკეტინგის შემდეგი მომსახურებები:
6.SMS & Email მარკეტინგი
რატომ უნდა ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით?
ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ პოტენციური კლიენტების უმრავლესობა ყოყმანობს, ხომ არ ჯობია კადრის დაქირავება, რომელიც შეითავსებს მარკეტინგული საქმიანობის განხორციელებას, ან ხომ არ ჯობია სხვა დასაქმებულებზე ამ საქმიანობის დელეგირება.
ზოგიერთს არ სჯერა შედეგის, ბევრი ძველ მეთოდებს ვერ სცილდება, თუმცა არსებობს კონკრეტული მიზეზები, თუ რატომ ჯობია ისარგებლოთ ჩვენი სერვისით, ვიდრე დაიქირავოთ კადრი.
1.ცოდნა და მომსახურების ხარისხი
ძალიან ძლიერი კადრის აყვანის შემთხვევაშიც, მას ყველაფერი არ ეცოდინება, აღნიშნული შესაძლოა მალევე შეამჩნიოთ ან დიდი ხნის განმავლობაში ვერ მიხვდეთ.
ვიღაც შეიძლება ძლიერი იყოს გრაფიკულ დიზაინში, ძალიან ეფექტურად მართავდეს სოციალურ მედიას და ინტერნეტ რეკლამას, თუმცა არ იცოდეს ვებ გვერდის ტექნიკური მართვა, გუგლში რეკლამის განხორციელება, SEO ოპტიმიზაცია და სხვა.
შედარებისთვის, როდესაც სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით, თქვენ ღებულობთ სერვისს, რომელიც მოიცავს, არა მხოლოდ ციფრული მარკეტინგის სრულ სპექტრს, არამედ მასთან დაკავშირებულ სხვა მომსახურებებსაც.
2.ეფექტური ინვესტიცია
ციფრული მარკეტინგი მართალია ძალზედ ეფექტურია, თუმცა მეორე მხრივ მისი განხორციელება არ ჯდება იაფი.
პირველი საკითხი, რაც უნდა გადაწყვიტოთ ციფრული მარკეტინგის განსახორციელებლად არის იმ სუბიექტის არჩევა, რომელმაც უნდა განახორციელოს იგი. თქვენ გაქვთ ორი არჩევანი: საკუთარი კადრის დაქირავება ან გარე აუთსორსინგი.
პროფესიონალი კადრის აყვანა არ დაგიჯდებათ იაფი, ამასთან, თქვენ შრომით ურთიერთობაში ხართ დასაქმებულთან, მასთან ურთიერთობის შეწყვეტა დაკავშირებულია ბევრ სამართლებრივ პრობლემასთან.
შედარებისთვის ჩვენი მომსახურების მიღებისას, თქვენ შეგიძლიათ მომსახურების შეწყვეტა ბევრად მარტივად. გარდა ამისა თქვენ არ მოგიწევთ ისეთ საკითხებზე ფიქრი, როგორიცაა მაგალითად შვებულება.
შესაძლოა გადაწყვიტოთ ნაკლები გამოცდილების მქონე კადრის დაქირავება, ასეთ შემთხვევაში, თქვენ ერთი მხრივ ნაკლებ ხელფასს გადაუხდით მას, თუმცა მეორე მხრივ გაიზრდება მისი საქმიანობის დანახარჯებიც.
თქვენ მოგიწევთ ცალკე ბიუჯეტის გამოყოფა, რომელიც მიმართული იქნება დაქირავებულის ცოდნის ასამაღლებლად.
შედარებისთვის ახალი კადრის აყვანის ნაცვლად, ჩვენი მომსახურების მიღების შემთხვევაში თქვენ დაზოგავთ ისეთ რესურსებს, როგორიცაა ყოველთვიური ხელფასი, ოფისის ადგილი, გადამზადების/განვითარების ხარჯები, საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის ხარჯები და სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯი, რაც შეიძლება საჭირო იყოს ეფექტიანი ციფრული მარკეტინგის განსახორციელებლად.
თქვენ იხეირებთ ფიქსირებული ფასებით, გექნებათ შესაძლებლობა წინასწარ განსაზღვროთ თუ რამდენის ინვესტირება უნდა მოახდინოთ ყოველთვიურად თქვენი ციფრული მარკეტინგის განვითარებისთვის.
3.დროის ეკონომია
ფულთან ერთად ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია დროის ფაქტორიც. ჩვენ მიერ შემოთავაზებული ციფრული მარკეტინგის პაკეტების არჩევის შემთხვევაში თქვენ დაზოგავთ უამრავ დროს, რადგან აღარ მოგიწევთ მარკეტინგული საკითხების დაგეგმვა, რეკლამირების ეფექტურობაზე ფიქრი, სოციალური მედიის განვითარების კონტროლი და ა.შ.
ყოველთვიურად თქვენ მიიღებთ რეპორტს, რომელშიც განისაღვრება ყოველთვიური მარკეტინგული საქმიანობის თითოეული ელემენტი და მიღებული შედეგები.