რას წარმოადგენს ბუდაპეშტის ბარათი?
ბუდაპეშტის ბარათი განკუთვნილია ტურისტებისთვის, რომლებიც სტუმრობენ ბუდაპეშტს. მისი მეშვეობით შესაძლებელია სხვადასხვა ტურისტული სერვისის უფასოდ ან შემცირებული ღირებულებით მიღება. 2016 წლის მონაცემებით, არსებობს ბუდაპეშტის ბარათის სამი ტიპი:
- 24 საათიანი ბარათი, რომელიც ღირს დაახლოებით 45 ლარი;
- 48 საათიანი ბარათი, რომელიც ღირს დაახლოებით 72 ლარი;
- 72 საათიანი ბარათი, რომელიც ღირს დაახლოებთ 90 ლარი.
ბარათებს შორის განსხვავება, მხოლოდ მათ ვადაშია.
ბუდაპეშტის ბარათის მფლობელს შეუძლია მიიღოს შემდეგი უფასო სერვისები:
- საჯარო ტრანსპორტის სისტემით ულიმიტო სარგებლობა, ბარათის მოქმედების ვადის ფარგლებში;
- ერთი უფასო ვიზიტი შემდეგ მუზეუმებში: ბუდაპეშტის ისტორიის მუზეუმი, უნგრეთის ეროვნული გალერეა, უნგრეთის ეროვნული მუზეუმი, aquincum museum, kiscelli museum.;
- ერთი ვიზიტი Szent Lukács-ის აბანოებსა და აუზზე;
- ორი ფეხით სასიარულო ტური ინგლისურენოვანი გიდის თანხლებით, ერთ ბუდაში, მეორე პეშტში;
- უფასო მობილური აპლიკაცია თორმეტი თემატური ტურით.
გარდა ამ უფასო სერვისებისა 100-ზე მეტი სერვისი შეიძლება იქნეს ფასდაკლებით 10-50% პროცენტის ფარგლებში.
ბუდაპეშტის ბარათის ყიდვა შესაძლებელია:
- ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში
- ბუდაპეშტის ფერენც ლისტის სახელობის აეროპორტში (ტერმინალი 2A და 2B)
- ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში სუტოს ქუჩაზე, გმირთა მოედანზე და ბუდას ციხესიმაგრეში.
- BKV_ის სალაროებში
- MAV-ის სალაორებში
- ტურისტულ სააგენტოებში
- სასტუმროებში
- ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში
- ინტერნეტში საიტზე (www.budapest-card.com)